x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508574
"ეს ყველაფრის მკადრებელია, პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის "ტვ პირველზე" გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ოპოზიციონერ დეპუტატს შემდეგი ეპითეტებით მოიხსენიებს:


"ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეს გონებასუსტი პარლამენტის წევრია და ისედაც გამოთაყვანებულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ უფრო გამოთაყვანებულ სახეს ადებს და ეთერში ზის, არის ის, რომ ყველაფრის მკადრებელია, პირის ნაცვლად კანალიზაცია აქვს და ყველაფერს იტყვის, რასაც სააკაშვილი დაუკვეთავს.


სხვა რომ ვერ იკადრებს, ეს იკადრებს.


ამიტომაა პარლამენტარი. ამიტომ ეპატიჟებიან ტელევიზიები - მათი დონორის დაკვეთაა.


ასე ხელოვნურად ხდება პოლიტიკის მოწამვლა და ზიანდება ქვეყნის ეროვნული ინტერესები - ერთი კაცის ახირებების გამო.


და მერე უკვირთ ერთი ახირებული კაცის მეორე ახირებული კაცით ჩანაცვლება რომ კიდია ერს" - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი.


შეგახსენებთ, რომ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს, "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა რომ 20 ივნისს, "გავრილოვის ღამეს" როდესაც მთელი საქართველო გარეთ იყო გამოსული პროცესი სწორედ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავამჯდომარემ ნიკა მელიამ "დააძინა", რომლის მანიპულირება ჩარკვიანისვე თქმით, სწორედ "საკმაოდ ჭკვიანმა, ცბიერმა" გიგა ბოკერიამ მოახერხა.


"20 ივნისს, გავრილოვის ღამეს, ყველაზე დიდი აქცია როცა ჩატარდა, თქვენ გახსოვთ, როგორი კრიტიკა დაიმსახურა ჩემმა გამოსვლამ, როცა ვიკითხე - ამ აქციის, ყველაზე დიდი აქციების შემდგომი გასაღები როგორ აღმოჩნდა ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ევროპული საქართველოს ხელში?


როდესაც ყველაზე დიდი, მსხვილი ნაციონალური მოძრაობა ანტურაჟს უქმნიდა უმცირეს ევროპულ საქართველოს, რომელმაც დაანგრია შუაზე თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა.


ენმ-ს თავმჯდომარე გახლავთ ნიკანორ მელია, რომელმაც დააძინა პროცესი, და მე კითხვას ვსვამ - [მაშინდელი აქციების] გასაღებიც ხომ არ აღმოჩნდა ნიკანორ მელიას მიცემული ევროპული საქართველოსთვის?


ეს არის ჩემი გაანალიზებული. ყირაზე წავიდა ყველაფერი, მოგებული ომი წაგვაგებინეს, ბატონებო და აქ ურევია სუსტი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას ხელი, ძალიან სუსტი თავმჯდომარეა, რომლის მანიპულირებასაც ახერხებდა საკმაოდ ჭკვიანი, ცბიერი, მაგრამ არა ტალანტი, ეს უკვე მისი სურვილია, გიგა ბოკერია." - განაცხადა ჩარკვიანმა.

0
798
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
798