x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121635
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
ჩინეთი დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდზე შეჯახებას გეგმავს
ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ გეგმავს ასტეროიდის დარტყმას თავისი ხომალდით, რათა შეცვალოს მისი ფრენის გზა.

image
ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიაში სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაციის (CNSA) ვიცე-პრეზიდენტმა ვუ იანჰუამ გამოავლინა პლანეტარული თავდაცვის გეგმები. იანჰუას განცხადება ჩინეთის კოსმონავტიკის დღეს გაკეთდა.


ახალი მისიის ფარგლებში ჩინური ზონდი გულდასმით იკვლევს დედამიწის მახლობლად მდებარე ობიექტს და შემდეგ ეჯახება მას. მიზანი იარის ის, რომ შეჯახებამ უნდა შეცვალოს ასტეროიდის ფრენის გზა.


ნასა ამჟამად ემზადება მსგავსი მისიისთვის, სახელწოდებით DART. აპარატის დანიშნულებაა ორმაგი ასტეროიდი დიდიმი და დიმორფი. მოსალოდნელია, რომ კოსმოსური ხომალდის შეჯახება შერჩეულ ობიექტებთან მოხდება 2022 წლის შემოდგომაზე.



რაც შეეხება ჩინეთის მისიას, ის ჯერ კიდევ განიხილება. CNSA-ს სპიკერმა თქვა, რომ სააგენტო გეგმავს ტესტების ჩატარებას 2025 ან 2026 წლებში. თარიღი ემთხვევა ჩინეთის მე-14 ხუთწლიანი გეგმის დასრულებას.


image


ასევე, ჩინეთის სააგენტო აპირებს შეიმუშაოს საკუთარი სახმელეთო სისტემა პოტენციურად სახიფათო ასტეროიდების მონიტორინგისა და კატალოგიზაციისთვის. დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებს ეს სისტემა, არ არის მოხსენებული, მაგრამ ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ნასას Sentry-II-ის მონიტორინგის სისტემის მსგავსი.


ასევე, იგეგმება სწავლება საშიში ასტეროიდებისგან დაცვის პროცესის შესამუშავებლად.


”ჩინეთი იღებს პასუხისმგებლობას, როგორც ერთერთი მთავარი მსოფლიო ძალა, დაიცვას დედამიწა სხვა ქვეყნებთან ერთად.”– თქვა ვუ იანჰუამ.



ნასას ცნობით, ამჟამად 28000 დედამიწასთან ახლოს მდებარე ობიექტს ადევნებენ თვალყურს და ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ემატება ამ სიას.


ჩინეთის ახალი პროგრამა ასევე არის კიდევ ერთი მაჩვენებელი ქვეყნის მზარდი ამბიციების კოსმოსური კვლევის მიმართ. საუბარია მთვარის რობოტულ მისიებზე, მარსის მისიებზე, ასევე მშენებარე ორბიტალურ სადგურზე.

0
194
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0