x
მეტი
  • 10.12.2022
  • სტატია:124232
  • ვიდეო:355550
  • სურათი:496976
"ფინეთში მეუბნებოდნენ რუსი ხარო... რუსეთში ქართველი ვიყავი, აქ ჩამოვედი და ხალხის მტერი ვარ" - რას ჰყვება პირი, რომელიც კედლებზე გაურკვეველ წარწერებს აკეთებდა (ვიდეო)
imageრადიო თავისუფლება ავრცელებს ვიდეოს, სადაც იმ კედლის მხატვრის დაკითხვაა აღბეჭდილი, რომელმაც მთელი საქართელო შეაშფოთა დ ათეულობით სხვადასხვა ვერსიები წარმოშვა:


"ჩემივე ეროვნების ადამიანებს ვძულვარ იმის გამო. რომ არტისტი ვარ.. ჩემი სახელია გიორგი გიგოლაშვილი. თბილისში დაბადებული, პროფესიონალი არტისტი და გრაფიკული დიზაინერი ვარ. განათლება მივიღე ფინეთში. ცოტა ხნის წინ, მაგისტრის ხარისხი მივიღე სანქტ-პეტერბურგში.


ახლა აქ ვარ და გეტყვით, რატომ გავაკეთე, რაც გავაკეთე. არასდროს მიგრძნია ასეთი სიძულვილი ადამიანებისგან მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. როდესაც ფინეთში ვიყავი, მეუბნებოდნენ, რომ რუსი ვარ. რუსეთში ქართველი ვიყავი, აქ ჩამოვედი და ხალხის მტერი ვარ. ეს ძალიან სევდიანი ამბავია.


მე კარგი მოქალაქე ვარ, თუ არ ჩავთვლით, რომ ვხატავ და კი, მე ვხატავ კედლებზეც. უბრალოდ ვსეირნობდი და ვფიქრობდი, სად დამეხატა. აქ დავხატავ, ვიფიქრე ერთ ადგილას. საღამოს 10 საათზე ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვაკვირდებოდი ხალხის რაოდენობას ქუჩაში, რომ დასახატავად ჩავსულიყავი"



ამავე ვიდეოზეა მიბმული მოქალაქეების მიერ გიგოლაშვილის დაკავების კადრები, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა "ფეისბუქზე", შემდეგ იგი პოლიციაში გადაიყვანეს:



-მთელი ქალაქი მოხატულია ამ თქვენი სამკუთხედებით

-არ ვიცოდი მე ეგ

–შენ რა არ იცი, რომ კიევში მეტკებს სვამენ რუსი დივერსანტები?

-არა ბატონო ეგრე არ არის

-რას ხატავ ბიჭო მთელს თბილისში, რამ გადაგრია!

-მარტო ერთხელ დავხატე.

-რატო, რატო დახატე ეს სამკურთხედი...

მხატვარი ვარ.

და რატომ გარბოდი?

იმიტომ რომ მეშინოდა.

და ქუჩაში ხატვის არ გეშინია?

თქვენ ყვიროდით.

კარგი, პატრული მოვა და გაარკვევს.


0
810
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0