x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შევარჩიოთ სასურველი ბინა თბილისში?
image

თბილისში საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს. შესაბამისად, მოთხოვნა საცხოვრებელ ქონებაზე დიდია და ყოველწლიურად იზრდება. ერთი შეხედვით თითქოს აღარსად დარჩა თავისუფალი ადგილი ახალ-ახალი მშენებლობებისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილიც იძებნება და ახალი კორპუსები თუ საცხოვრებელი ფართებიც ემატება ქალაქს.


თბილისში ბინების მოძებნა არც ისე მარტივი პროცესია. არჩევანის მრავალფეროვნებასთან ერთად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუმცა, თუ საქმეს ისეთ უძრავი ქონების პლატფორმასთან დაიჭერთ, როგორიცაა Area.ge ყველაფერი ბევრად უფრო გამარტივდება.


იქიდან გამომდინარე, რომ არეა გასაყიდი ქონების შესახებ არსებული განცხადებების უპრეცედენტო რაოდენობით გამოირჩევა, დაგეხმარება ადვილად მოძებნო ბინა თბილისში.



ბინები თბილისში საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. არეა წარმოადგენს როგორც მეორეულ კორპუსებში არსებულ გასაყიდ ბინებს, ასევე ახალაშენებულ და მშენებარე პროექტებს, რომლის თითოეული ბინა, რენდერი შეგიძლია დეტალურად არეაზე ნახო და დაათვალიერო.


არეას პარტნიორობა დეველოპერულ კომპანიებთან აჩენს დამატებით შესაძლებლობას, არეას მომხმარებელმა პირველმა შეიტყოს ახალი პროექტების შესახებ და არ გაუშვას შანსი, იყიდოს მისი ოცნების სახლი.


ბინის ყიდვისას ფასი და ადგილმდებარეობა ძირითად როლს თამაშობს გადაწყვეტილების მიღებაში. არეას მოქნილი საძიებო სისტემა მომხმარებელს აძლევს საშუალებას ქონება მოძებნოს ერთი კონკრეტული, ან ერთდროულად რამდენიმე მახასიათებლის მიხედვით. რას ნიშნავს ეს?


ვთქვთ, გსურთ იყიდოთ ბინა საბურთალოზე, 245 000 – 270 000 ლარის ფარგლებში, რომლის ფართი მინიმუმ 100 კვ.მ უნდა იყოს. ამ შემთხვევაში საძიებო ველში მიუთითებთ, ყველა ამ ინფორმაციას, მონიშნავთ ფართს, ფასს, უბანს და საიტი მხოლოდ იმ განცხადებებს შემოგთავაზებთ, რომელიც თქვენს მიერ მითითებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ამით დაზოგავთ დროს და არ მოგიწევთ ისეთი განცხადებების კითხვა და თვალიერება, რაც თქვენს ინტერესში არ ხვდება, სამაგიეროდ, მარტივად იპოვით, რასაც გულით ეძებდით.


მოითხოვე იპოთეკური სესხი Area- საიტზე


გარდა სასურველი ქონების მარტივად მოძებნისა, არეა გთავაზობთ იპოთეკური სესხის აღების სერვისს ონლაინ. როგორ ხდება სესხის მოთხოვნა?


როდესაც ბინას მოძებნით, საიტზევე შეგიძლიათ, შეავსოთ იპოთეკური სესხის განაცხადი. არეა გაძლევთ საშუალებას, ფილიალებში სირბილის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად დააფიქსიროთ იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად. საიტზე წარმოდგენილ უძრავი ქონების ყველა განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელზე „დაწკაპების“ შემდეგ ახალ ფანჯარაში იხსენება სესხის კალკულატორი და გაწვდით ყველა იმ ინფორმაციას, რითაც შეიძლება სესხის ამღები პირი დაინტერესდეს. მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს - სესხის პროცენტი, ყოველთვიური შენატანი, სესხის ხანგრძლივობა, თანამონაწილეობის საკითხი და.ა.შ. ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ, პირადი მონაცემების შეყვანით ავსებთ აპლიკაციას ერთდროულად სამ ბანკში - საქართველო, თიბისი, ტერა ბანკი და აგზავნით სესხის მოთხოვნას. ასე მარტივად ფიქსირდება განაცხადი ონლაინ, რომლის განხილვის შემდეგ ბანკის თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და შესაძლოა ფილიალში მისვლის გარეშე მიიღოთ სასურველი თანხა ოცნების ბინის შესაძენად.


R



0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0