x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ბიჭო…ბიჭო - ონ პროსტა ფსიხ" - ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Youtube - ზე ატვირთულ ივანიშვილისა და ევტუშენკოვის ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"აჭრილ-დაჭრილ-გადაფსიხებულ-გადაისტერიკებულ.ჯი????ჯერ ფალსიფიცირებული საუბრებიაო, მერე-მე არ შევხვდიო…მერე -გადავამისამართე ბიზნესმენებისკენო….მერე- რა დაშავდაო….ბიჭო…ბიჭო???????? p.s-ონ პროსტა ფსიხ????


მე ასეთი აჭრილი რესპონდენტი პირველად ვნახე" - ვკითხულობთ ტელეწამყვანის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მედიასთან საუბრისას აღნიშნულ ჩანაწერს "გაუგებარი" უწოდა და განაცხადა რომ მსგავსი შინაარსის ჩანაწერზე ის კომენტარს არ გააკეთებს:


"საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმა ასეთ გაგაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარი უნდა გააკეთოს. ჩემთვის შეუძლებელია ამაზე სპეკულირება და სერიოზული კომენტარის გაკეთება. მსგავსი სიყალბით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. უკვე დადასტურდა, რომ ზოგიერთ ძალებს ომის დაწყება სურთ და მსგავს თემებზე სწორედ ამიტომ აპელირებენ.


თქვენს მიერ ხსენებული რუსი ოლიგარქი აქეთ ურეკავს ჟურნალისტებს ეს არის ზღაპარი. რატომ არის ასეთი აჟიოტაჟი, რამე მოხდა დანაშაული? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, მომმართა, რომ არსებობდა ბიზნესშემოთავაზებები და გადავამისამართე შესაბამის პირებთან. ეხლა მე მინდა მთავარი კითხვა დავუსვა ამ სკანდალის ავტორებს: რაიმე შედეგი და გაგრძელება დადგა?…ხიდაშელის და ამ ბიზნესმენის შეხვედრებს არანაირი გაგრძელება არ მოჰყოლია.


რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების ამოცანა იყო და ჯერ კიდევ არის საქართველოში ომის დაწყება. არიან რა გამწარებული და სასოწარკვეთილები, ცდილობენ მსგავსი სიყალბით საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე მეტს არაფერს ვიტყვი. ეს ჩანაწერი არაფრისმთქმელია. საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე არ გავაკეთებ კომენტარს." - განაცხადა ღარიბაშვილმა.









0
590
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
590