x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უკრაინაში რუსი აგრესორების მიერ ბავშვების და მოზრდილების გაუპატიურებების გამო უკრაინის პროკურატურა მიმართავს სარჩელით საერთაშორისო სასამართლოს

image უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრა რუსი აგრესორების მიერ ომის კანონების სრული დარევის და ბავშვებით დაწყებული მოხუცებით დამთავრებული მასიური გაუპატიურებების გამო.
პროკურატურის გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ ბუჩაში რამდენიმე მოზარდი გოგონა გარდაცვლილია პირთა ჯგუფის მიერ მის მიმართ განხორციელებული სექსუალური სახის დანაშაულის გამო.
მოზარდები დახმარების გარეშე, უმწეო მდგომარეობაში მყოფნი დაიღუპნენ ძლიერი სისხლდენის გამო.
უკრაინული მხარე ამზადებს სარჩელს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის გამო რუსეთის წინააღმდეგ აღიძრას საქმე, რისთვისაც ათეულობით საქმეა შესწავლილი და მომზადებული საერთაშორისო სასამართლოსთვის გადასაცემად.
დარღვეულია როგორც უკრაინის კანონმდებლობა, ასევე დარღვეულია ომის წარმოების დროს დაუშვებელი საერთაშორისო სამართლის ნორმები რაც უკრაინას საფუძველს აძლევს საქმის აღსაძრავად რუსი აგრესორების წინააღმდეგ.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა: სქესობრივი თავისუფლების დარღვევა და პირის სექსუალური ხელშეუხებლობა სტატია 152.
სტატია 153-სექსუალური ძალადობა.
სტატია 154 -პირის იძულება სექსუალური სახის ურთიერთობაზე.
სტატია155-ძალადობრივი სახის სექსუალური კავშირი 16 წელს მიუღწეველ მოზარდთან.
სტატია156-მცირეწლოვანის გაუპატიურება.
როგორც "BBC"-ის წარმომადგენელი წერს, უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებს ასზე მეტმა სხვადასხვა ასაკის სუსტი სქესის წარმომადგენელმა მიმართა საჩივრით მას შემდეგ რაც მათ მიმართ რუსი აგრესორების მხრიდან განხორციელდა სექსუალური სახის ძალადობრივი აქტი, პირის ან პირთა ჯგუფის მიერ.
"BBC"-ის კორესპონდენტი იოგიტა ლიმანი შეხვდა იმ ადამიანების ნაწილს, რომლებიც რუსი აგრესორების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
კადრები, მართლაც რომ შოკისმომგვრელია და მკითხველს ვურჩევ სუსტი ჯანმრთელობის ან ფსიქიკის ადამიანებმა აარიდონ თავი ვიდეოს ნახვას.

+16


0
216
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
216