x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
მიხალკოვის სიუჟეტი ცოცხლდება - "რუსები ერთმანეთს დაჭამენ იზოლაციაში, თუკი  მეზობელ ქვეყნებში არ დაუტოვებენ გასაძვრომ ხვრელებს"
image

პეტერბურგელ მეოთხეკლასელებს აჩვენეს მიხალკოვის გამოშვება „ბესოგონი“, რომელიც "უკრაინელ ნაცებს" მიეძღვნა. მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ „ბავშვი არ შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა“, ამიტომ მან ჩაურთო პატარებს პროგრამა, რომელიც მარკირებულია + 18 ნიშნით.


ყურების შემდეგ, ერთი ბიჭი წამოხტა და მასწავლებელს „დაჰპირდა, რომ უკრაინელ გოგონას წიწაკის სპრეის ბალონს დააცლიდა და ორგანოებად დაგლეჯდა“, - თქვა აღშფოთებულმა მშობელმა.


ბავშვები დატანჯა ფილმის ყურებამ: შეშინდნენ და ატირდნენ - გამოშვების დასაწყისშივე ხომ აუდიტორიას გვამების ფოტოებს უჩვენებენ.



მასწავლებელმა გაბრაზებულ მშობლებს აუხსნა, რომ ბავშვები დროულად უნდა პოლიტიზირდნენ, რომ არ წარმოიშვას ისეთი მოძრაობები, როგორიც არის „ნავალნის მიტინგები“.


ო, დიახ! პოლიტიზირებული ბავშვები კარგად მუშაობს! აზრი არ აქვს, ანალიტიკური უნარი მთლიანად მოხსნილია ქვეყანაში, ამიტომაა რომ რუსები ლამის უკვე მუხლებზე ზეტ სვასტიკით იბადებიან და აგრესია, აგრესია, აგრესია პროდუცირდება მათგან.



ეს დაგროვებული აგრესია ყოველთვის ითხოვს გამოსავალს - აგრესიის ჰიდრავლიკური თეორიის თანახმად (კ. ლორენცი, ზ. ფროიდი), კათარზისი აუცილებლად ხდება და მაშინ ნახეთ, რუსეთი თვითელიმინაციას რომ დაიწყებს, თუ კი ყოველმხრივ იზოლაციაში მოექცევა და მეზობელ ქვეყნებში არ დაუტოვებენ გასაძვრომ ხვრელებს ბინძური ფულის გასარეცხად!


იზოლაციისას ერთმანეთის "ჭამა" მოუწევთ....


ეს მიხალკოვიც პირდაპირ ჟირინოვსკივითაა (წინასწარმეტყველი)!


ვისაც გინახავთ, გახსოვთ ალბათ მის ფილმში იყო სიუჟეტი СДД (როგორც გაირკვა, ეს ნიშნავდა: «Сожрите Друг Друга»)


სცენარი ცოცხლდება? ისევე, როგორც სატანას ეგონა, რომ უფალს ჯვარცმის გზით გაანადგურებდა, მაგრამ ეს პირიქით მოხდა.

0
372
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0