x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ჩვენ სირენები გვაქვს? მეტროს გარდა, სად შეიძლება, ხალხმა თავი შეაფაროს?“ - ალეკო ელისაშვილი

image.

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რამდენად აქვს საქართველოს და მის დედაქალაქს თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხის ასაცილებლად საჭირო გამაფრთხილებელი ინფრასტრუქტურა, ან არსებობს თუ არა მიწისქვეშა ბუნკერები თბილისში. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში ამ თემაზე საუბარი არ ხდება, არადა პრევენციისთვის საჭირო სირენების არსებობა მნიშვნელოვანია.

.

„უკრაინაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სულის გამაწვრილებელი იყო სირენები, რომლებიც ირთვებოდა. ერთ-ერთი ყველაზე დამღლელი იყო თავშესაფარში სირბილი, მაგრამ თითოეულ ჩვენგანს ეს კითხვა ჰქონდა – ჩვენ სირენები გვაქვს? ჩვენთან, თავდასხმის შემთხვევაში ჩაირთვება სირენა? ასეთი ინფრასტრუქტურა არსებობს სამოქალაქო თავდაცვის? ან მეტროს გარდა, სადმე შეიძლება, რომ ხალხმა თავი შეაფაროს? - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

როგორც მედიასაშუალებები იტყობინებიან, ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მან სახელისუფლებო პარტიის წევრებისგან კომპეტენტური პასუხი მოითხოვა. ცნობისთვის, ელისაშვილი ახლახან უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომში საბრძოლველად იმყოფებოდა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0