x
image
ილია მარტყოფლიშვილი
„გამარჯობა მიშა, არ მჯერა, რომ ცუდად ხარ!... ციხეში დიდხანს მოგიწევს ჯდომა!“ - ჩერგოლეიშვილი

image

„ტაბულას“ დამფუძნებელი, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს ღია წერილით მიმართავს:

.

„ესაა ჩემი წერილი მიშასთან.
ადვოკატებმა ეგებ შეუტანოთ - ვიცი რომ შეგაქვთ დითირამბები და ეგებ, ეს წერილიც შეგყვეთ.
---------
გამარჯობა მიშა, ვიცი რომ ცუდად ხარ და ვწუხვარ, რომ ასეა.
იცი, რომ შენდამი ნდობა მთლიანად გამქრალი მაქვს და არ მჯერა, რომ კვდები, როგორც არც ის მჯეროდა, რომ შიმშილობდი და როგორც ის არ მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი (არ მეგონა, რომ ციხეში წასასვლელად მზად ხარ) - შენ კარგად იცი, რომ შენდამი ნდობის საფუძველი მე არ გამაჩნია.~
.
მაგრამ ისიც ვიცი, რომ შეიძლება ვცდებოდე და 1 პროცენტი საფრთხე თუ არსებობს, რომ მართლა კვდები, მინდა რაღაცით გიშველო.
.
ერთადერთი, რაც შენ გიშველის არის რეალობისთვის თვალის გასწორება.
შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ ციხეში შეიძლება კიდევ დიდხანს იყო.
.
შენ გადარჩები, თუ თვალს გაუსწორებ იმ რეალობას, რომ შენი თავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში არ დგება და შენ ვერ იქნები ამ ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალური ფიგურა.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ ბიძინას ორუელი მართლა გამოადგა - ის მართლა ჯონსის დაბრუნების შიშზეა აგებული, სხვა იარაღი მას არ გააჩნია და წინააღმდეგობის მოძრაობის ცენტრალურ სახედ შენი ყოფნა მას აწყობს - ფულს ხარჯავს ამაში.
.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო იმ რეალობას, რომ საქართველოში 30 პროცენტის მხარდაჭერა არაფერს ნიშნავს, თუ კრეატიული უმცირესობა არ გიჭერს მხარს.
2003 წელს გამოგივიდა სწორედ იმიტომ, რომ კრეატიული უმცირესობა შენს მხარეს იყო - 2008 წლიდან ნელნელა, ხოლო ივანიშვილის წარმატების შემდეგ მთლიანად - ამ ხალხს და მათთვის მისაღებ შინაარსს შენ ზურგი აქციე, ხოლო ის ხალხი, ვინც მხარს გიჭერს და მიშა მიშას გაიძახის, იდეებისგან და შინაარსისგან დაცლილია, შენს კერპზეა აგებული და ისინი ვერ გახდებიან ცვლილებების მოტორი, ზომბები არიან.
.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო (და ჩემი აზრით იამაყო) იმ ფაქტს, რომ ვარდების რევოლუციამ თავისი ფუნქცია მართალია ნაწილობრივ, მაგრამ მაინც შეასრულა და სოციალური ჯგუფების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააფართოვა, გაიზარდა თაობა რომელიც ქრთამის გარეშე მოხვდა უმაღლეს სასწავლებლებში, ამას ინტერნეტ რევოლუციაც დაერთო - ეს ხალხი თანამედროვე, ჩემნაირი ხალხია - მე ეს ხალხი ვნახე, გავიცანი და ველაპარაკები - გაუგებარია ამ ხალხისთვის ჯვარს რატომ უქნევ, უცხოელებს რატომ ერჩი, უმცირესობებს, რომლებსაც ორკები ურტყამენ - მხარს ცალსახად რატომ არ უჭერ, ვერ გაიგეს რა საპასუხო თავგანწირვას სთხოვ, რა საჯიშე ბიჭებზე ელაპარაკები, სხვა ენაზე საუბრობენ, ანიმეებზე, ჰარი პოტერზე და მარველზე გაიზარდნენ - შენ მათი ენა არ გესმის. არ ესმით დავით აღმაშენებელს რომ ედრები წარამარა ეს რას ნიშნავს - გაგიჟდი, მანია გრანდიოზა გჭირს, თუ რა ხდება.
.
მე ადრეც გეუბნებოდი და ახლაც გიმეორებ, რომ თუ პოლიტიკური წარმატება გინდა, ეს ხალხი უნდა გაიცნო, რომ გაიცნობ მიხვდები, რომ ამ ხალხისთვის კერპები გაუგებარია და წარსულს აკუთვნებს შენს მონოლოგებს, სადაც მათ ამადლი რომ ქვეყანა ააშენე, მათთვის თავი გაწირე, დავით აღმაშენებელი ხარ და ისინი არ გიფასებენ - ვერ ხვდებიან რას ითხოვ, იციან რომ ისტორიულ გმირებს ისტორია აფასებს და არა თვითონ, არც იმ გმირებზე წაუკითხავთ, რომლებიც საპასუხო თავგანწირვას ითხოვენ ასეთი დაჟინებით. შენ ხომ ამ ხალხთან რეალურად კონტაქტი 2004 წლის შემდეგ აღარ გქონია? - ჯერ ძალაუფლების ბაბლმა მოგწყვიტა, შემდეგ უკვე საკუთარმა ილუზიებმა და ემიგრაციამ.
ასევე თვალი უნდა გაუსწორო დასავლეთის პოზიციას. ჩვენ ვცადეთ დახმარება, როგორ და რაც შეგვეძლო, როგორი მიუღებელი პოლიტიკური და მორალური არჩევანებიც არ უნდა გაგეკეთებინა, ბუნებრივია წარსული არსად წასულა, გული შეგვტკივა რომ ცუდად ხარ და ვიცით, რომ ციხეში ცუდად იქნები - ამისთვის მზად არ ყოფილხარ.
.
მიუხედავად იმისა, რომ თავი ღმერთად გამოაცხადე, ჩვენ მაინც გვაქვს განცდა რომ you’re still one of us, ამიტომ ჩვენი ხელიდან რაც გასაკეთებელია, ვცდილობთ - მაგრამ ვითარება ძალიან რთულია - სამწუხაროდ შენ უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი გაქვს მიღებული, ამასთან შენს მისწრაფებებს ერთპიროვნული მმართველობისკენ, რევოლუციურ/რელიგიურ პოპულიზმს, ზოგადად - შენს საქციელს- საფრთხედ მიიჩნევენ, ისინი არ გენდობიან და თვლიან, რომ ქართულ პოლიტიკას წამლავ შენი დაუოკებელი მიდრეკილებით ერთპიროვნულობისკენ. მე ძალიან მიხარია, რომ 2008 წლის ვინდიკაცია ხდება და მეტი იძახის დასავლეთში, რომ შენთვის უნდა დაეჯერებინათ - ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ შენი შემდგომი პოლიტიკური არჩევანები საქართველოს ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება და მხარდაჭერის მოპოვებას კიდევ უფრო ართულებს.
Having said all that - პოლიტიკის ამბავი შენც იცი, რომ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, რაც ამ ჩემს აღწერილ რეალობას თავდაყირა დააყენებს.
.
როდესაც თავისუფალი იყავი ამაზეც გქონდა გათვლა - რომ სანამ ისე არ დაჯდება კამათელი, რომ შენ ერთპიროვნულად მოხვიდე, თამაშს არევ. ეს ჩემი აზრით უსინდისო, არაპატრიოტული და მოღალატეობრივი მიდგომაა, მაგრამ ახსნადი. გასაგებია რომ ამით ივანიშვილს უხანგრძლივებდი პოლიტიკურ სიცოცხლეს, მაგრამ თავისუფლებაზე ელოდებოდი შენთვის სასურველი კარტის მოსვლას!
ახლა ციხეში ყოფნასაც იხანგრძლივებ - ამიტომ ახლა არაპატრიოტულთან ერთად, არარაციონალურიცაა ასეთი სურვილები.
.
ჩემი რჩევაა ეს გემბლი შეწყვიტო - შეიძლება სასწაული მოხდეს და ივანიშვილმა მისთვის სასარგებლოდ ჩათვალოს შენი სხვა ქვეყანაში გადაყვანა, მაგრამ სასწაულზე გათვლა მხოლოდ ფრუსტრაციის წყაროა და უარეს ორმოში ჩაგაგდებს. ნებისმიერი თხოვნა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ, მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს. უფრო მეტი, ნებისმიერი მცდელობა, რომ შენი საკითხი საპროტესტო მოძრაობის ცენტრალურ თემად იქცეს საპროტესტო მოძრაობას ძირს უთხრის და ფრაგმენტაციას იწვევს.
.
ამ წერილს მე საჯაროდ დავდებ - არ ვიცი შემოგიტანენ თუ არა. არ მგონია შენ გარემოცვას აწყობდეს ეს წერილი წაგაკითხოს, მაგრამ თუ რომელიმეს გული შეტკივა შენ კარგად ყოფნაზე, შენი რეალობასთან დაბრუნებას უნდა სცადონ.
შენი გარემოცვა სამწუხაროდ გატყუებს. აქაც შენი პასუხისმგებლობა დიდია - ვინც სიმართლეს გეუბნებოდა ის მოღალატედ შერაცხე, დანარჩენები ამ გამოცდილებით ხელმძღვანელობენ და შენი კეთილგანწყობის შენარჩუნების სურვილით, მეტს გატყუებენ - ეს უარეს ჭაობში გაფლობს და კიდევ უფრო გაშორებს რეალობას, რაც ჩემი აზრით დამღუპველია.
.
შენი 2008 წლის შემდგომი პოლიტიკური არჩევანების დიდი ნაწილი და 2012 წლის შემდეგ, შენი არჩევანები თავიდან ბოლომდე მიუღებელია ჩემთვის (ამაზე ბევრი გვიჩხუბია და შენ კარგად იცი ყველაფერი - ბენდუქიძის ჩაწევიდან და ბაგრატი „ავაშენედან“ მოყოლებული) და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენ ძალაუფლება ხელში ვერ ჩაიგდო - მაგრამ, მე შენგან განსხვავებით, პატივს ვცემ შენს მემკვიდრეობას და ნამდვილად არ მინდა ამ მემკვიდრეობის შემოქმედს ასეთი ტრაგიკული აღსასრული დაუდგეს.
.
ამიტომ ვწერ ამ ეპისტოლესაც და დაჟინებით გირჩევ - კარგად რომ გახდე, ამისთვის, ჯერ შენთვის მიუღებელ რეალობას თვალი უნდა გაუსწორო და მხოლოდ ამის შემდეგ მოიფიქრო, შეგწევს თუ არა ძალა ეს რეალობა შეცვალო.
სხვანაირად კარგად ვერ გახდები და მე ეს ძალიან, ძალიან მაწუხებს, მიუხედავად იმისა რომ შენს არჩევანად ვთვლი ამგვარად საქმის წაყვანას.
.
მე ღრმად მწამს, რომ ეს რეჟიმი შენ ამდენს ვერ გაგიბედავდა, შენ რომ წარსულიდან სწორი დასკვნები გამოგეტანა და რეალობის უარყოფით, თავის ღმერთად გამოცხადება არ გეცადა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამაში ვერ დაგარწმუნეთ. ახლა ვართ იქ სადაც ვართ - ეგებ ახლა დაგარწმუნო, რომ გასაღები რეალობისთვის თვალის გასწორებაშია.
.
მოკლედ, არ ვიცი ამ წერილს აზრი აქვს თუ არა, მაგრამ ვთლი რომ ღირს, კიდევ ერთხელ ვცადო შენი რეალობასთან დაბრუნება - ეგებ ახლა რამე გამოვიდეს
.
.
.
8
401
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
401
  
მეორე საკითხი არის იარაღის ფლობის ლეგალიზება,სამომავლოდ ტარების პერსპექტივაც. აქ იტყვიან რო ერთმანეთს ჩავხოცავთო,რაც სრული სისულელეა. არ სჭირდება ადამიანს საბუთიანი იარაღი იმისათვის რო ვინმე მოკლას,ქვით მოკლავს ბოლობოლო. ეგეც რო არ იყოს,იმ შავბნელ წლებში არ გვქონდა ლეგალური იარაღი და ვიშოვეთ,როცა მოკვლა მოუნდათ ერთმანეთის. ამას წინათ,თელავში ახალგაზრდამ თავი მოიკლა იარაღის გამოყენებით,რავი ლეგალური არ არის,მაგრამ იშოვება და ერთმა თუ იშოვა,ყველა შეძლებს ამას. თან ეს იარაღი საჭირო ამბავია,მით უფრო საქართველოს პირობებში. ბევრი სიკეთის გარდა,თავდაცვის მხრივაც გამოსადეგია. რასაც ვიძახდი ადრე და რისთვისაც კრტიკა მოდიოდა ამის გამო,აგერ გუშინ გააკეთა ზელენსკიმ და შეაქეს. სანამ პეტრე მოვა,პავლე ხო უნდა მოემზადოს,მარა ამათ გგონიათ,რახან კონტრაქტები აქვთ ბიჭებს ჯარში,მარტო მათი საბრძოლველია და მათი მოვალეობა ეს არ არის,არც განიხილავენ ამას. სხვა აზრი გამორიცხულია,რადგან თუ მე განვიხილავ ომში წასვლის თემას,რა მირჩევნია რო იარაღი თოხი არ მეგონოს თუ მართლა შეცვეულ მომზადებული ვიყო? თან კრიმინალის დონეს შეამცირებს ისე რო მაღარიჩს უკისრებს ერი ამ კანონპროექტის შემოქმედს,მარა არ გვინდა. სამაგიეროდ,აქტუალური თემა არის რა თქვა ვიღაც მიშაზე ან ბიძინიზე,სად გაატარა ზაფხული ლელა წურწუმიამ და ვისგან ეყოლა ბავშვი ნიჟარაძეს,რამდენი გადარიცხა ბერამ ამაზონის ფონდში და რა ბიზნესები აქვს ბიძოს. რა მოლოდინებიც და ინტერესებიც გააჩნია ერს,ისე მიგვდის საქმე,საპნის ოპერააა ქვეყანა,თავისი დრამებით და უაზრო ისტორიებით. ბოლო სერიაში,ბიძინა და მიშა მამაშვილი აღმოჩნდება და ერთ დიდ ქორწილს უხდის ბიძინი მიშას და სოფოს.
ნამდვილად ეგრეა,როცა წამოვედი სამსახურიდან და ეს გაიგეს,ჯერ ჩემს საქმეში პროფესორობა დაიწყეს და მერე ნელნელა გამარჯობის თქმასაც უკლეს :) ეს მარტო ქართული ფენომენი არ მგონია,ყველაგან ესე იქნება,როცა სარგებელის იმედი აქვთ,გაქებენ და გადიდებენ,როცა ეს იმედი აღარ აქვთ,გივიწყებენ ავტომატურად. ზოგადად,ადამიანის ბუნება არის ეგეთი,საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს,მაგრამ გამონაკლისებიც არიან საბედნიეროდ.

ჩემი აზრით,რაც საქართველოს სჭირს ჩრდ. კორეაზე საშიშია,იქ იციან რო კიმჩეინს ჩამოაგდებენ და უშველიან თავს,თუ გაიაზრეს რო პრობლემა აქვთ,მაგრამ ჩვენთან ყველამ თითქოს იცის,რა ხდება ან რა არის გასაკეთებელი,მარა არაფერი არ ხდება საერთოდ. აი,ნარკოტიკების თემა ავიღოთ,ყველამ ვიცით რო ნარკომომხმარებელი ავადმყოფია და არაკრიმინალი,ხოლო კრიმინალივით ვექცევით მაინც. ცოტა ხნის წინ,პოლიციელს შემოაკვდა ვიღაც მომხმარბელი,რაც ცუდია ორივე მხარისთვის. ბევრ პოლიცმეისტერს ვიცნობ და არცერთს არ სიამოვნებთ ავადმყოფების დევნა და ციხეში გაშვება,მაგრამ სისტემა ეგეთი. საზოგადოება კი მორალს უკითხავს,როგორც პოლიციელს,ასევე იმ მომხმარებლებსაც.
27 აპრილი, 23:40
ზეზუსტი შეფასებაა. ბიზნესმენი ვერ იქნება კარგი პოლიტიკოსი, რადგან მუდმივად საკუთარ აქტივებზე ზრუნვა უწევს, მილიონს, რომ გაიღბს 3 უნდა ამოიღოს, სისხლში აქვთ ეს გამჯდარი. ასე რომ არ იყოს ამ ციცქნა ქვეყანაში ამდენი ფულიანი "ბიძები" არ გვეყოლებოდა.
ოლიგარქებს ფულის შოვნის უზარმაზარი ნიჭი აქვთ, მაგრამ პოლიტიკაში იჭედებიან რადგან წესების მიხედვით რომ ითამაშოს ბევრს დაკარგავს.
ხალხი კიდევ რა, გუშინ გუჯას ნაცვლად გუჯიკოს რომ მეძახდა ის ხალხი სალამს არ მეუბნება მას შემდეგ რაც სამსახურიდან წამოვედი.
ღირსებაზე მაღლა ჯერ არაფერი დამიყენებია და არც დავაყენებ.
ხანდახან ეს ჩემი გასაცოდავებული ქართველები ჩრდილოეთ კორეელები მგონია, ერთნი ალთას მიყვებიან ერთს და მეორენი მეორეს ბალთას.
ღმერთმა ხელი გაანძრიე და გიშველიო, ასი ბიძინაც რომ მოვიდეს უშაქრო ფაფასაც კი არავინ გამოიმეტებს სარგებლის გარეშე.
ამიტომაც ვართ ევას ერთ საპატიო ადგილში...
არადა ბიძინა იმაზე ცუდი ტიპი არ არის,ვიდრე 2012 წელს იყო. ის არის ბიზნესმენი და თავისი ინტერესები აქვს,ბევრი ფულის შოვნა უნდა. ეგეთი იყო მაშინაც და ეგეთია დღესაც. სიმართლე უნდა ითქვას,ხმა 2012 წელს ქოცებს მივეცი,რადგან ნაცების მოშორება იყო აუცილებელი. ვიფიქრე,რომ ადამიანები ხო გონიერი არსებები არიანთქო და ქოცებსაც მოვიშორებთქო,მარა რათ გინდა,ვერ მოვიშორეთ.უფრო სწორედ,ვერ მოშორებაზე უფრო ნაცების არ მოშვებას ვაწვებით. არაფერი არ შეიცვალა ფაქტიურად,ალტერნატივა არ არის
რაღაც ეგეთად მახსოვდა შაშიაშვილი,მარა მაინც ვიკითხე,არასწორად ხო არ შევაფასეთქო. ეგ განათლების ნაკლებობის ბრალია და კიკუს მენტალიტეტის. ვერ დაფასებაზეც არაა,თქვენ ხომ აფასებთ და მეც ამავე დროს,ხოდა რატომ ვერ აღწევენ წარმატებას პოლიტიკაში?! ჩემი აზრით,ფულის თემაა და ხალხის გაუნათლებლობის. ამბობენ,რომ დიდი ფული თუ არ გაქვს,პოლიტიკაში წარმატება გამორიცხულიაო და სრული სიმართლეა. წარმოიდგინეთ რამხელა სისულელეა,დიდი ფულის პატრონი მიდის გაჭირვებულების ცხოვრების შესაცვლელად და ამაზე გულდამდუღრულია. ის რო მიდის ეგ არაა გასაკვირი,არც პრობლემა,ადამიანები რო უჯერებენ ეგ მგონია დიდი პრობლემა. ივანიშვილზე ვიძახდი,რომ არაფრის გამკეთებელი არ არისთქო და ბიზნესმენის პოლიტიკაში წასვლა არ გამოგვადგებათქო,ხოდა მლანძღეს. ვუთხარი,რომ ბიზნესმენის მთავარი მამოძრავებელი არის მოგების მიღება,ეგრე უყურებს ცხოვრებასთქო. რათქმაუნდა არ დამიჯერეს და ეხლა ეს ხალხი მისხნსის ხოლმე,თუ როგორი ცუდი კაცი ყოფილა ბიძინი :)
27 აპრილი, 20:00
ბატონი შაშიაშვილი საქართველომ ვერ დააფასა როგორც პოლიტიკოსი-მე ასე ვიტყოდი.
დიდი და სწორი პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა, არავის "დაუწვებოდა" და ამიტომ არ გაიკარა არცერთმა ასე თუ ისე დიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
პრო ქართული ორიენტაციის პოლიტიკოსებს არ წყალობენ საქართველოში.
თამარა ნაწყენია მისი ქამარი მიშამ იქ რომ მოისროლა, საიდანაც ამოიყვანა და ბოღმა ახრჩობს, თუმცა ესეც კოჰაბიტაციის თამაშის ნაწილი მგონია.
ჩემი აზრით,მიშამ ყველაფერი კარგად იცის და ყველაფერს აცნობიერებს,მაგრამ შეგნებულად აწვება ესეთ რამეს. ქოცების მთავარი დასაყრდენია ნაცეთი,მიშა უპირველესად. არანაირი მისტიკა აქ არ არის,ეს არის დიდი ფულისთვის თამაში და ეს თამარაც თამაშობს.

თქვენ უფრო გეცოდინებათ,შაშიაშვილმა თქვა,რომ ედიკას გამოატანეს ამერიკიდანო მიშა და უთხრეს,ეს უნდა იყოს მართველიო. რამდენად მართალი შეიძლება იყოს,შაშიაშვილზე თქვენი აზრი საინტრესო იქნება.
27 აპრილი, 15:41
მეტი არაა ჩვენი მტერია მიშამ აქედან სწორი დასკვნა გამოიტანოს, ტიპს თავი მესიად წარმოუდგენია და თავს საქართველოს აღმშენებელ უდიადეს მეფეს დავით აღმაშენებელს უწოდებს და რაც ყველაზე ცუდია მას თავადაც ჯერა, იმისი რასაც ამბობს.
ეს ტიპი ვერ გამოვიდა მისტერიიდან რეალობაში და ვერ აცნობიერებს მისი ბედი ოპოზიციას სულ რომ ა ადარდებს, რამდენიმე ათეული ადამიანის მანიფესტაციებიც ამაზე მეტყველებს.
მიშა წარსულია, ვიწვნიეთ საკმაოდ მისი დიქტატორული ხასიათიდან გამომდინარე სიმწარე ქვეყანამ და გვეყო.
0 1 8