საზოგადოება "მიხიელ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე" - მეუფე ნიკოლოზი 2022, 26 აპრილი, 22:50 მეუფე ნიკოლოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა. იგი აქცენტს აკეთებს მის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე. "რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, მე სულ ვამბობ, რომ არ არის სანდო ჩემი განცხადება, როგორც ექიმი ვერ შევაფასებ, მაგრამ მაშინაც და ახლაც მომეჩვენა, რომ ძალიან დასუსტებულია. შესაბამისი მკურნალობა უნდა, სხვანაირად არ გამოვა. მე ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ისეთი დაავადებები, რომლის მკურნალობა და რომლის გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში არ არის საკმარისი." - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. იგი ასევე ამბობს, რომ შეხვდა საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მათ ისაუბრეს შეწყალებასთან დაკავშირებით. "მე მქონდა პრეზიდენტთანაც საუბარი ადრე ამ შეწყალებაზე, მისი აზრი მაინტერესებდა... ...საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრი შეწყალებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა მითხრა ასეთი რამ, რომ ის გამოხატავს ხალხის ნებას და არ შეუძლია მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის რაღაცა ნაწილს მოეწონება და რაღაცა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება... ჩემი აზრით, ასეთი რანგის ადამიანი განსაკუთრებულად უნდა იყოს განხილული".- ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 161 1-ს მოსწონს
|