x
image
ირინა მ.
Mediator image
წარსულის 10 საღად მოაზროვნე ადამიანის ისტორია, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ქალთევზები ნახეს (ნაწილი I)

image


ადამიანების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქალთევზები მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი მითია და რეალურად არ არსებობენ, და თუ ვინმემ რამე მსგავსი ნახა, ეს ფანტაზიის ნაყოფია.

და მაინც, მიუხედავად ამისა, არსებობდნენ პირები, რომლებმაც რეალურად ნახეს ქალთევზები და მტკიცედ არიან ამაში დარწმუნებული. ამასთან ისინი, საღად მოაზროვნე და საიმედო ადამიანები იყვნენ, რომლებიც ბოროტად არ იყენებდნენ ალკოჰოლს და ადრეც არ ჰქონიათ ჰალუცინაციები.


10. ქრისტეფორე კოლუმბი


image


დიახ, ის კოლუმბი, რომელმაც გადაწყვიტა მოეძებნა ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო მარშრუტი, მაგრამ ამის ნაცვლად ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა აღმოაჩინა. კოლუმბი ცნობილია არა მხოლოდ იმით, რომ რისკიანი ზღვაოსანი იყო, არამედ იმითაც, რომ პირადად აკვირდებოდა ოკეანეში ქალთევზებს, რის შესახებაც ჩაწერა კიდეც თავის დღიურში. სამ უცნაურ არსებას იგი კარიბის ზღვაში შეხვდა იმ რაიონში, რომელსაც შემდგომში დომენიკელთა რესპუბლიკა ეწოდა. "ისინი არც ისე ლამაზები არიან, როგორც აღწერენ და უფრო მეტად მამაკაცებს ჰგვანან", წერდა ქალთევზებზე კოლუმბი.

ახლა ისტორიკოსები თვლიან, რომ ქალთევზები ლამანტინებში შეეშალათ, ზღვის ძუძუმწოვრებში, რომლებიც სიცოცხლის უმეტეს ნაწილს უბრალოდ ნელა დაცურავენ და წყალმცენარეებით იკვებებიან. მაგრამ ხანდახან წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაში ჩერდებიან და ამ დროს წყლიდან მხოლოდ მათი თავები ჩანს. და მაშინ, ნისლის დროს, ახლომხედველობის შემთხვევაში ან ბინდში, ლამანტინები შეიძლება ადამიანს მიამსგავსოთ.

თუმცა ჩვენთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, იყო თუ არა კოლუმბი ახლომხედველი და ნახა თუ არა ქალთევზები ნისლის დროს ან ბინდში, ასევე ექსთვიანი დამღლელი ზღვაოსნობის შემდეგ რომს ხომ არ ეძალებოდა.

აი, კოლუმბის "ქალთევზები", ლამაზმანები მართლაც არ არიან:


image

image

ლამანტინები

9. ტარო ხორიბა


ტარო ხორიბა იყო იაპონელი სერჟანტი, რომელიც 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, იაპონელ ჯარისკაცებთან ერთად, ინდონეზიის პატარა კუნძულ კაიზე გადავიდა და თითქმის მაშინვე დაიწყო ჯარისკაცებისგან შეტყობინებების მიღება "წყლის ადამიანებზე", რომლებიც დიდი რაოდენობით დაცურავდნენ სანაპიროსთან. მაშინ ხორიბამ ადგილობრივებში გაიკითხა ამ არსებების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მათ ორანგ იკანს ეძახიან, რომელიც მალაიურიდან ითარგმნება, როგორც ადამიანი-თევზი და ამ ადგილებში ძალიან მრავლად არიან. მოგვიანებით ხორიბამ პირადად ნახა ორანგ იკანის ცხედარი, რომელიც მეთევზეების ბადეში იყო გახლართული.



image


მისი სიტყვებით, ამ არსებას ადამიანის სახე ჰქონდა, მაგრამ პირი დიდი და განიერი, კობრის (კარპის) მსგავსი ჰქონდა. არსების სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატებოდა, კბილები წვრილი ჰქონდა, მაგრამ ბასრი და წვეტიანი, როგორც ნემსები. კანი მოვარდისფრო, თავზე კი თმების ნაცვლად რაღაც ე.წ. შიპების მსგავსი. წელს ქვემოთ მას არა თევზის კუდი, არამედ ადამიანის მსგავსი ფეხები ჰქონდა, ფეხების და ხელების თითებს შორის კი აპკები. ტარო ხორიბა შემდეგ ძალიან ნანობდა, რომ ფოტოები არ გადაიღო.


8. შოტლანდიური კლანის მეთაური

1830 წელს, ჰებრიდის კუნძულების მაცხოვრებლები შოტლანდიის სანაპიროზე წყალმცენარეებს აგროვებდნენ, როცა წყალში დაინახეს მინიატურული ქალის მსგავსი არსება. მასთან მიახლოება ვერ მოხერხდა, რადგან იგი ერიდებოდა ადამიანებს და შორს მიცურავდა. მაშინ ერთ-ერთმა ქვა ესროლა, მან ტკივილისგან დაიყვირა და წყალში გაუჩინარდა. რამდენიმე დღის შემდეგ მისი უსული სხეული ზღვამ გამორიყა.


image


ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ შეატყობინეს ადგილობრივ მემამულეს-გავლენიანი კლანის მაკდონალდსის მეთაურს, რომელიც ასევე ადგილობრივი შერიფიც იყო. მისი აღწერით, სხეულის ზედა ნაწილი 4 წლის ბავშვის სხეულს მოგაგონებდათ, იმ განსხვავებით, რომ მას ქალის მკერდი ჰქონდა. თმები გრძელი და მუქი ფერის, სხეულის ქვედა ნაწილი კი თევზის კუდის მსგავსი ჰქონდა, ოღონდ ქერცლების გარეშე.

იმის გამო, რომ ეს არსება უმეტესობამ ადამიანად ჩათვალა, ნაბრძანები იყო, დაესაფლავებინათ როგორც ადამიანი. ხალხის თქმით, ეს იყო ყველაზე ლამაზი დაკრძალვის ცერემონიალი. თუმცა, სამწუხაროდ, ქალთევზას საფლავზე არაფერი აღნიშვნა არ გაუკეთებიათ, ამიტომ მალე ყველამ დაივიწყა, თუ სად იყო დაკრძალული.

ეს შოტლანდიაში ქალთევზასთან შეხვედრის ერთადერთი შემთხვევა არ არის. 1833 წელს, ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი იტყობინებოდა, რომ შოტლანდიელმა მეთევზემ დაიჭირა ქალთევზა, სამი საათის განმავლობაში ჰყავდა ჩაკეტილი და ცდილობდა შეესწავლა უცნაური არსება. მას მაიმუნის სახე ჰქონდა, ქალის ტორსი და ზღვის ძაღლის (სელაპების ოჯახობა) მსგავსი კუდი.


7. ხაკატას ჯადოქარი

იაპონიას ქალთევზებზე დაკვირვების შესახებ უძველესი მონაცემები აქვს. მათი ქალთევზები თევზების მსგავსია. პირში მათ სამართებელივით ბასრი კბილები აქვთ, რისი საშუალებითაც ადამიანებს ხელ-ფეხს აგლეჯენ, თავზე კი ხანდახან რქებიც აქვთ. ასევე იაპონელი ქალთევზები მაგიასაც ფლობენ.

სავარაუდოდ ერთ-ერთი ასეთი ქალთევზას ნაშთებია ფუკუოკეში, Ryuguji Temple ტაძარში. ლეგენდის მიხედვით, 1222 წელს ეს არსება ხაკატას ყურის სანაპიროზე გამორიყა ზღვამ და ადგილობრივმა გავლენიანმა ჯადოქარმა განაცხადა, რომ ეს კარგის ნიშანი იყო, და რომ ამ არსების ნაშთების შენახვა საჭირო იყო Ryuguji Temple ტაძარში. ამ ტაძრის სახელწოდება ითარგმნება როგორც "დრაკონის ღმერთის წყალქვეშა სასახლე".

შემდგომ საუკუნეებში ქალთევზას ძვლები გამოცხადებული იქნა როგორც სასწაულმოქმედი. მას წყალს ასხავდნენ, რის შემდეგაც ამ წყალს ჩუტყვავილის და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიების დროს ასმევდნენ ავადმყოფებს. ახლა ტაძარში ინახება ექვსი ძვალი, რომელიც ძალიანაა დაზიანებული წყლისგან, ამიტომ იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული ძვლები, პრობლემატურია ზოოლოგებისთვისაც კი.


image


6. ჰენრი ჰადსონი


ჰადსონი ინგლისელი მკვლევარი იყო და მე-17 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი მოგზაურობებით ჩრდილოეთ ამერიკაში. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს არქტიკაში მის გემს გზა ჩაუხერგა ყინელებმა, ის იძულებული იყო კურსი შეეცვალა და რუსული არქიპელაგ ახალი მიწის მიმართულებით აეღო გეზი. მართალია, იქაც ყინულების ბლოკირებაში მოხვდა და შედეგად სახლში დაბრუნდა, თუმცა რუსულ წყლებში მან ქალთევზა ნახა.

ჰადსონის სიტყვებთ მას "ჭიპის ზემოთ" ქალის სხეული ჰქონდა თეთრი კანით და გრძელი შავი თმები, ჭიპის ქვემოთ კი დელფინის მსგავსი კუდი. კრიტიკოსების აზრით ჰადსონს შესაძლოა ქალთევზა ზღვის ღორში (морская свинья) აერია.


image


5. პრინცი სიოტოკუ


პოლიტიკოსი, პრინცი სიოტოკუ იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა და ძალიან საღად მოაზროვნე და ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანი იყო. ის მე-17 საუკუნეში მართავდა სახელმწიფოს და თავისი მმართველობის პერიოდში კონსტიტუციაში 17 სტატია შეიტანა, რის მიხედვითაც დგინდებოდა ეთიკური ნორმები ჩინოვნიკებისთვის. მას არ სჯეროდა არანაირი ზღაპრული ურჩხულების, თუმცა ცხოვრობდა იმ დროში როცა დრაკონების და სხვა მონსტრების დაჯერება წესი უფრო იყო, ვიდრე გამონაკლისი.

ერთხელ ბივას ტბის ნაპირზე სეირნობისას, სანაპიროზე ტრიტონი შეამჩნია, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. სიკვდილის წინ მან პრინცს თავისი ისტორია უამბო: ოდესღაც იგი ჩვეულებრივი მეთევზე იყო, მაგრამ ერთხელაც აკრძალულ წყლებში შევიდა და ზღვის ღმერთებმა დასაჯეს-გადააქციეს საზიზღარ არსებად. ახლა ეს არსება სიკვდილს იღებდა, როგორც მოცემულობას, პრინცს კი სთხოვა, რომ სიკვდილის შემდგომ მისი ნაშთები მოეთავსებინათ სპეციალურად აშენებულ ტაძარში, რათა სხვა მეთევზეებისთვის საჩვენებელი მაგალითი ყოფილიყო იმისა, რომ არ შეიძლება საზღვრების დარღვევა.

ამ ტაძარს Tenshou-Kyousha Shrine ეწოდება და იქ დღესაც შეიძლება მინის ყუთში მოთავსებული არსების უცნაური გროტესკული მუმიის ნახვა. ერთი შეხედვით ეს ნივთი ძალიან ჰგავს მე-19, 20 საუკუნეების სიყალბეებს, როცა თევზის კუდებს აკერებდნენ მაიმუნის (ან სხვა ცხოველების) ტანებს და ქალთევზას მუმიად ასაღებდნენ.

ტაძრის ბერები ამ ნაშთების შესწავლის უფლებას არავის აძლევენ.


image

image


4. კაპიტანი რიჩარდ უიტბორნი


ინგლისელი რიჩარდ უიტბორნი მე-16 და მე-17 საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. იყო მკვლევარი, მწერალი და ახალი მიწების აღმომჩენი. იგი მცოდნე, მრავლისმნახველი ადამიანი იყო და ზედმეტი ფანტაზიები არ აწუხებდა. 1610 წელს, ნიუფაუნდლენდის ნაპირებთან მან ქალთევზა ნახა და დაწვრილებით აღწერა ეს შეხვედრა.

(იხილეთ სტატიის გაგრძელება. II ნაწილი)








იხილეთ სხვა სტატიები:







არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


ეგვიპტეში ნაპოვნი მუმიები ოქროს ენით

image


საფრანგეთის მორგებში, ვიტრინებში გამოფენილი ცხედრები, მე-19 ს. რატომ იქცეოდნენ ასე?

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც)

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცხოველებისა და ადამიანის კლონირების შესახებ

image






0
208
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
208