x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„სააკაშვილს შეეძლო ომი, საქართველოს ახლანდელ მთავრობაში არ არიან ომის ადამიანები“ - არესტოვიჩი
image


მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა „ფეიგინ ლაივის“ ეთერში. შეგახსენებთ, არესტოვიჩი საქართველოში, კერძოდ დედოფლისწყაროშია დაბადებული.

.

არესტოვიჩმა უპასუხა შეკითხვას ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ: „განვიხილავდით სადმე მეორე ფრონტის გაჩენის შესაძლებლობას იმისთვის, რომ, პირდაპირ ვთქვათ, თავის ტკივილი შევუქმნათ მოსკოვს; რომ მას ნაწილობრივ უკრაინის თავი არ ჰქონდეს. გასაგებია უკრაინაში ომი, მაგრამ უცებ რომ გაგიჩნდეს პრობლემები დნესტრისპირეთში, ოსეთში, ავღანეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე ან კიდევ სადმე? მიგაჩნიათ, რომ ამისი ალბათობა არ იზრდება? მით უმეტეს, რუსეთის შესუსტების ფონზე, დასახული მიზნების ვერმიღწევის გათვალისწინებით, მოულოდნელად ერთდროულად ყველამ რომ თქვას, რატომაც არ დავკბინოთ?“.


.

არესტოვიჩს მიაჩნია, რომ მოლდოვა და საქართველო არ არიან ომისთვის მზად.

„ჩემი შეფასებით, ეს რომ დაწყებულიყო, დაიწყებოდა მოგვიანებით. არც მოლდოვისა და არც, მით უმეტეს, საქართველოს ხელმძღვანელობა, როგორც მე მეჩვენება, არ არის ჯერ მზად ასეთი გადაწყვეტილებებისთვის. რადგან მათთვის ომი ხომ არარეალურია. მათთვის, ეს სადღაც მართალია, საზღვრის გარეთ, ახლოს არის, თუმცა ეს არის საშინელება, რომლის წინაშეც პირისპირ აღმოჩენა მათ არ სურთ. ისინი არ არიან ამისთვის მზად არც პოლიტიკურად, არც სტატუციონარულად, ანუ ის გუნდი არაა; პრინციპში, ეს არ არიან ომის ადამიანები. ამ მოდელში კი გამოდის, რომ მათ თან ეს ომი პირველებმა უნდა დაიწყონ და ვის წინააღმდეგ. ამიტომ, კი, ისინი ნამდვილად არ არიან ის ადამიანები. ამის გაკეთება შეეძლო მარგარეტ ტეტჩერს, რონალდ რეიგანს, მაგრამ არა ამ ქვეყნების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

.

​ამასთან, შეკითხვაზე, „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება?“, არესტოვიჩმა განაცხადა – „სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“.

3
275
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
275
  
2022, 27 აპრილი, 7:54
ჯერ მეგობარი სახელმწიფო ეძახეს ნაცსექტანტებმა და ლამის ჩვენ ომად შემოგვასაღეს ეს ამბები,მერე ზელენსკი მთავრობას აგინებს და ჩვენ მოსახელეობა ვუყვარვართო,ხან რუსთაველზე ჩართეს და ხან უჩოქეს კიდეც. ხოლო ახლა,გამოჟონა ამ ინფორმაციამ,რომელის ნამდვილობაც დადასტურებულია და აქაც კი,არ იტყოდა ამასო,ქოცების შემოდგებული დეზინფორმაციაოო. ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით და ვხდებოდით,რა სურდათ საქართველოსგან,მაგრამ ამით ყველამ ყველაფერი გაიაზრა მგონი. ყველაში ნაცებს არ ვგულისხმობ,მაგ ხალხს ვერაფერს გააზრებინებ,შეუგნებელი და ცდებ ჩატარებული,ტვინგამორეცხილი ხალხია,დანარჩენ მოსახლეობას ვგულისხმობ.

ეხლა გაუგზავნეთ ზეთი და შაქარი,ხოლო საკუთარ ქვეყანაში დეფიციტი შექმენით,საკუთარ მთავრობას და ქვეყანა აძაგეთ ყველგან,რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდოთ. ყველამ ყველაფერი გაიგო და ყველაფერი ცხადია,ჩვენი მტერი მთავრობა ყავს უკრაინას,ჯერ ხალხზე არაფერს არ ვამბობ და მალე დადასტურდება ამათზეც. ამ საუკუნეში ვერაფერს ვერ დამალავ დიდი ხანი,ყველაფერი გამოაშკარავდება. დროა,რომ გამოირთოს ტრაკი ლოკვის რეჟიმი და დროა,ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.
ვიდეო ჩანაწერი დევს და მეტი პირველწყარო რა გინდა
2022, 26 აპრილი, 18:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3