x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ხვალ გომბორის ტყეში 4 gvams tu gadaawydit - იცოდეთ რაც მოხდა" - რას წერს გურამ შეროზია

image


ბლოგერი, მარკეტერი და ანტრეპრენერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ერთ სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც გუშინ, უცხოელ მეგობრებთან ერთად თელავში, მეგრული სამზარეულოს ერთ-ერთი ცნობილი კერძის, ელარჯის დაგემოვნებისას გადახდა:


"გუშინ უცხოელი მეგობრები მყავდნენ თელავში, ერთ სისვეცკე რესტორანში. შევუკვეთე ელარჯი (არ დამიწყოთ ახლა, ასე მომინდა, დიახ, თელავში ელარჯი)


ჰოდა, ისეთი ელარჯია დედას იტ***ვს, იწელება ცამდე, ყველია ცარიელი, სიამაყისგან ადრენალინებს ვასხამ თვალებიდან შადრევნებად!


- როგორ მოგწოოოონთ??? ამოვიკნავლე, სიამოვნებისგან მიბნედილმა და გავისუსე პასუხის და ძეგლის დადგმის მოლოდინში.

- მმმ კაშა, მანის კაშაა (ფაფა) ყველიით

- ხო, ხო, აყვა მეორეც

- მე ჩაის მივასვამ, მოუხდება - დაამატა მესამემ და მეოთხემ ქეციანი თავი დაუქიცინა თანხმობის ნიშნად.

.......

ხვალ გომბორის ტყეში 4 gvams tu gadaawydit - იცოდეთ რაც მოხდა"- წერს შეროზია სოციალურ ქსელში.




0
1134
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1134