x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დონალდ ტრამპი გვირჩევს, არ შეგვეშინდეს პუტინის ბირთვული იარაღით მუქარების
image

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაცრი პასუხი უნდა გასცეს ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარებს.


ევროპული პრავდას ცნობით, ასეთი განცხადება ექს-პრეზიდენტმა Reuters-თან ინტერვიუში გააკეთა.


"პუტინი მუდმივად იყენებს ამ სიტყვას (ბირთვული, ბირთვული). მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ, არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღე", - აღნიშნა ტრამპმა.



ტრამპის თქმით, პუტინი სათავისოდ იყენებს ბირთვული ომის მსოფლიო შიშს.


"ბაიდენმა უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს ისტორიაში საუკეთესო ბირთვული იარაღი და საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ (ამერიკა) ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე თქვენ (რუსეთი) და ამიტომ აღარასოდეს გამოიყენოთ სიტყვა "ბირთვული იარაღი". და თუ ამას გააკეთებთ, უბედურება შეგექმნებათ“, - დასძინა ტრამპმა.


გახსოვთ, ალბათ, დონალდ ტრამპი, მისი პრეზიდენტობისას როგორ დაემუქრა ნატოს მოკავშირეებს, რომ მათ მხარი არ დაუჭირონ, თუ ისინი თავს დაესხმებოდნენ რუსეთს.


ასეთი განცხადება აშშ-ის ექსპრეზიდენტმა RSBN-თან ინტერვიუში გააკეთა.


ტრამპის თქმით, ამ გზით ის ცდილობდა მოკავშირეების წახალისებას, გაეზარდათ თავდაცვის ხარჯები. ნატოს ერთ-ერთ სამიტზე მან განაცხადა, რომ ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლი შესაძლოა არ განხორციელდეს ქვეყნების მიერ შენატანის ოდენობის დარღვევის გამო.


„ერთ-ერთმა პრეზიდენტმა მკითხა - ეს ნიშნავს, რომ თუ არ გადავიხდით, არ დაგვიფარავთო?მე ვთქვი, რომ ეს ზუსტად ამას ნიშნავს“, - აღნიშნა მან.


თუმცა, დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ ეს იყო "ბლეფის სტრატეგია".


„ჩვენ ვიცავთ ევროპას და ამავდროულად ისინი გვყვლეფენ, ძალიან, ძალიან სერიოზულად გვყვლეფენ“, - დასძინა მან.


მანამდე ტრამპი დაეთანხმა მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეფასებას, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომს გენოციდი უწოდა.


ტრამპი, რომელიც ამაყობს პუტინთან ახლო პირადი ურთიერთობით, რუსეთის შეჭრას უკრაინაში "ჰოლოკოსტი" უწოდა. მან Fox News-თან თავისი კომენტარი ახსნა იმით, რომ „ეს არის გენოციდი, რომელიც ხდება“.


”ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღი იმის გამო, რაც მე გავაკეთე”, - თქვა ტრამპმა და გაიმეორა მისი მტკიცება, რომ პუტინი არ შეიჭრებოდა უკრაინაში, ის რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე რომ ყოფილიყო.


2
248
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
248
  
2022, 27 აპრილი, 8:13
ვინც განსხვავებულს იტყვის,ყველა პუტინის ბრატი როგორ არის. რავი ტრამპთაუერს რო აშენებდნენ ეს და მიშა,მაშინ პრგრესული ინვესტრი იყო და ეხლა პუტინის ბრატი გახდა? კარგით რა,ამდენი სისულელის ძახილი არ მოგბეზრდათ,ტრამპი გამოსირებულია და არა პუტინის ბრატი,ხოლო ის ამბები,რაც ამერიკაში მოხდა არის ამერიკული დაზვერვის სრული კრახი,ბაიდენის გაპრეზიდენტებაც ასევე კრახია და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი კრახი იწვნიეს ამერიკლებმა. 20 წლიანი ომის შემდეგ,თალიბებს დაუტოვეს ავღანეთი და უამრავი ადამიანი შეეწირა ამას,უფრო მეტი გაიქცა. ყველაზე ცუდი მმართველები ყავდა ამერიკას ამ საუკუნეში,ყველანაირი მოდგმის და აზროვნების. რაც იდეაში გასაკვირი არ არის,რაც საზოგაოდება ყავთ,იგივე მთავრობა არის. ტრამპს ვერ იტანდნენ,რადგან მიგრანტებს არ იღებდა,რაც იდეაში სწორია. მოტივაციას აძლევდა ერებს რო საკუთარ ქვეყანაზე ეზრუნათ,მარა უზრუნველი ამერიკული ოცნების ასრულება სურდათ და სურთ. მექსიკელებს კედელი აუშენა და გააკონტროლა არალეგალური შედინება ქვეყანაში,რაც არ მოსწონდათ ათასი ჯულის ჰოლივუდელ ვარსკვლავებს. გაგახსენებთ,რომ ობამას დროს მომხდარი ფაქტი არ აპატია ირანელ სამხედრო მაღალჩინოსნებს და ბომბი დააწია,რაც ობამამ ვერ გააკეთა. ეხლაც კი,როცა ვამბობთ რო უკრაინა თავისუფლებას და დემოკრატიას იცავსო,ხოლო ბაიდენი არაფერს აკეთებს და მხოლოდ ძილს უნდება,ტრამპი დიდი ხნის წინ გაისვრიდა ტყვიას. თუ მართლა დემოკრატიის და ავტოკრატის დაჯახება ხდება უკრაინაში,მაშინ ეს ლოგიკური ნაბიჯია ან ტყუილია ეს და მართლა ფაშისტებს დასდევს პუტინი უკრაინაში,ხოლო ამერიკა ფულს შოულობს იარაღის გაყიდვით. რაო,ბაიდენს დამფუძნებელმა მამებმა უთხრეს,რომ თავისუფლებისთვის არ იბრძოლოო? იმ ხალხმა ასეთი რამე ჩაწერე თავის დროზე,ყველა ადამიანის საკუთრება და თავსუფლება უნდა იყოს დაცული,თუ ის ირღვევა,მაშინ ის უნდა დაიცვას,მათ შორის იარაღის გამოყენებით.
2022, 26 აპრილი, 14:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2