x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134381
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
წარსულის საოცარი ჯაშუშური მოწყობილობები, რომლებსაც საიდუმლო აგენტები იყენებდნენ

image


ალბათ, გასაკვირი არ არის თუ რატომ იწვევს ფილმები ჯაშუშებსა და აგენტებზე უმრავლესობა კინომაყვარულში განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს, საიდუმლო აგენტებს მათივე რთულ საქმეში როგორც წესი, წარმოუდგენელი გაჯეტები და ტექნოლოგიური ხრიკები ეხმარებათ, რაც ფილმის სიუჟეტს კიდევ უფრო საინტერესოსა და დამაინტრიგებელს ხდის, მაგრამ თუკი ფიქრობთ რომ ეს ყოველივე მხოლოდ რეჟისორების ჩანაფიქრია, ძალიან ცდებით, ასეთი "გონიერი" მოწყობილობებით ჯაშუშები აღჭურვილნი რეალურად მართლაც იყვნენ, მეტიც კონტროლისა და მონაცემთა შესაკრებად მთელი მსოფლიოს აგენტების მიერ ყველანაირი სახის მიკრომოწყობილობები გამოიყენებოდა.

image

მე-20 საუკუნიდან ფარული კამერები როგორც წიგნაკებში, ასევე წიგნებსა და სიგარეტის კოლოფებშიც მონტაჟდებოდა. მსგავსს მოწყობილობებს მასობრივ წარმოებაში ვერ შეხვდებოდით, ვინაიდან ასეთი გაჯეტები მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარად იწარმოებოდა. მაგალითად, "Lucky Strike"-ის ჯაშუშური კამერა, რომელიც გარეგნულად იმავე ბრენდის თამბაქოს ნაწარმისგან საერთოდ არ განსხვავდებოდა, ფოტოებს სიგარეტი - ღილაკების მეშვეობით იღებდა, ხოლო ნებისმიერ ოთახში განათების დონის გაზომვა უჩვეულო ფოტომეტრის - ასანთის ღერების საშუალებით ხდებოდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ წარსულის იმ საოცარ ჯაშუშურ მოწყობილობებს, რომლებსაც საიდუმლო აგენტები რეალურად იყენებდნენ.


იაპონელმა ინჟინრებმა გამოიგონეს კამერა - პისტოლეტი, რომელსაც ჯაშუშები 1964 წლიდან აქტიურად იყენებდნენ.


image

ჯაშუშური გადაღებისთვის განკუთვნილი პაწაწინა მოწყობილობის მოთავსება ბეჭედშიც კი იყო შესაძლებელი. ნიჭიერმა დიზაინერმა, ჯამპაოლო ფერომ ასეთი "ბეჭდის" მხოლოდ ორი ათეული დაამზადა.


image


ასანთის კოლოფის ზომის სპეციალური აპარატი "Expo Police"-ის გადაღებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნული მხარე შენიღბული არ იყო, ის თვალთვალის დროს მისი კომპაქტურობის გამო აქტიურად გამოიყენებოდა.


image

გასულ საუკუნეში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლები თავიანთ საქმიანობაში აქტიურად იყენებდნენ ლატვიურ გამოგონება "Minox"-ს, რომელიც ადამიანის ხელისგულში მარტივად ეტეოდა, რის გამოც ის გარშემომყოფებისგან შეუმჩნეველი რჩებოდა.



image


50-იანი წლების კერძო დეტექტივებს შორის დიდი მოთხოვნა იყო ასეთ გერმანულ საათებზე, რომლებსაც შიგნით ობიექტივი ჰქონდა ჩამონტაჟებული.



image


ამ მოდელის მიკროკამერით პისტოლეტს სასურველი ობიექტისთვის ფოტოს გადაღება 10 ნაბიჯის მანძილიდან შეეძლო. ის პოლიციის თანამშრომლებისთვის 1964 წელს გამოუშვეს.


image


გარეგნულად ჩვეულებრივი ბინოკლის მსგავსი კამერა 1896 წლიდან ფოტოების შეუმჩნევლად გადაღებას თავს წარმატებით ართმევდა.



image


საიდუმლო აგენტების მიერ აპრობირებული კიდევ ერთი ტიპის ფარული ფოტოაპარატი, რომელიც ჩვეულებრივ ჟილეტის ჯიბეში თავსდებოდა.


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისურმა კომპანიამ კამერის ჯიბის საათთან გაერთიანებინა მოიფიქრა, რაც მას გარეშე თვალისგან სრულიად შეუმჩნეველს ხდიდდა.


image







0
626
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
626