x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სპორტის რომელი სახეობები იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში და რატომ?
image

საბჭოთა სპორტსმენები რომ ბრწყინავდნენ თითქმის ყველა სპორტის სახეობაში ეს უკვე ცნობილი ფაქტია, ერთადერთი კონკურენციას მხოლოდ შეერთებული შტატები უწევდა.



ამის მიზეზი მაღალგანვითარებული სპორტული სკოლების ქსელი იყო, რომელიც ადრეული ბავშვობიდანვე უნერგავდა მოქალაქეებს ფიზიკური აღზრდისადმი სიყვარულს. თუმცა არსებობდა სპორტის იმ სახეობების ჩამონათვალი, რომლებიც სხვადასხვა დროს აკრძალული იყო სსრკ-ში ამა თუ იმ მიზეზით. მოდით გავარკვიოთ, რატომ და რა სახის სპორტი იყო ტაბუდადებული საბჭოთა ქვეყანაში.



ძიუდო -დიახ, დიახ, სსრკ-ში 1930-იანი წლებიდან აკრძალული იყო ისეთი საბრძოლო სახეობები- როგორიცაა ძიუდო, ჯიუ-ჯიცუ, უშუ. აკრძალვა საბჭოთა კავშირსა და მილიტარისტულ იაპონიას შორის დაპირისპირების გამო შემოიღეს. და ის მოქმედებდა ზუსტად 1960-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც აკრძალვა მოიხსნა ოლიმპიურ პროგრამაში აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების ჩართვის გამო.


image

კარატე-დიახ, კიდევ ერთი იაპონური თავდაცვის ხელოვნება აიკრძალა სსრკ-ში 1980-იანი წლების დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ სარგებლობდა ძალზე პოპულარობით. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ არასანქცირებული კარატეს სექციები ავარჯიშებენ ბანდიტებს და ამრავლებენ წვრილმან ხულიგნებს, რამაც გამოიწვია ქუჩის ჩხუბების რაოდენობის ზრდა ფატალური შედეგით. იატაკქვეშა კარატეს სავარჯიშო კლუბები სისხლის სამართლის დანაშაულად იქცა. ეს საბრძოლო ხელოვნება მხოლოდ პერესტროიკის(გარდაქმნის) წლებში გახდა ნებადართული.

image

ბოდიბლიდინგი-1973 წლიდან სსრკ-ში აიკრძალა კუნთებისგან დაბერილი სხეულების ჩვენება პოდიუმზე. რადგან ჩვენს ქვეყანაში, სპორტის ოფიციალური ჩინოვნიკები ბოდიბილდინგს თვლიდნენ საზოგადოების სულელურ გართობად, რომელიც არანაირად არ შეესაბამებოდა საბჭოთა ადამიანის სპორტულ განვითარებას და კომუნიზმის მშენებლის მორალურ კოდექსს. თუმცა, როგორც კარატეს შემთხვევაში, ბოდიბილდინგმა იცოცხლა იატაკქვეშა დარბაზებში. და საბოლოოდ გარდაქმნის სიომ გაათავისუფლა.

image

ბრეიკ-დანსი-დიახ, სსრკ-ში ეს ამერიკული შავი გეტოს სპორტული ცეკვა, რომელიც წარმოიშვა 1970-იან წლებში, ასევე აკრძალული იყო. სხვათა შორის, მოითხოვს კარგ სპორტულ ფორმას და ვარჯიშს. ბრეიკ-დანსი შეტანილია 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის პროგრამაში. საბჭოთა კავშირში პარტიის ლიდერები ბრეიკს დასავლეთიდან შემოტანილი მორიგ გარყვნილებად თვლიდნენ. სერიოზულად არ აღიქვამდნენ და აკრძალვასაც კი ცდილობდნენ. ანალოგიურად ამ ცეკვის სახეობაზე აკრძალავა პერესტროიკის დროს 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა, რომელიც ძალძე პოპულარული გახდა საბჭოთა ახალგაზრდებში.

image

ბეისბოლი- ეს ამერიკული სპორტის სახეობა სსრკ-ში ფაქტობრივად 1939 წლიდან იყო აკრძალული. თუმცა, საინტერესოა, რომ მანამდე სსრკ-ს გააჩნდა საკუთარი ბეისბოლის ლიგაც კი, რომელიც შეიქმნა ახალგაზრდა ამერიკელების მიერ, რომლებიც ჩამოვიდნენ კომკავშირულ სამშენებლო ობიექტებზე. საბჭოთა კავშირში ბეისბოლის ოფიციალური რეაბილიტაცია მხოლოდ 1987 წელს მოხდა. თუმცა, ზემოთ ჩამოთლილი სახეობისგან განსხვავებით ის ვერ გახდა გახდა პოპულარული. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ში მაინც მოახერხეს ნაკრები გუნდის ორგანიზებაც კი.

image

ბილიარდი-გასაოცარია, რომ მაგიდაზე კიათი ბურთის გაგორება სსრკ-შიც არ იყო წახალისებული და 1930-იანი წლებიდან დაწყებული, ხშირად იკრძალებოდა. რადგან ეს ითვლებოდა მდიდარი ბურჟუების უსარგებლო გართობად, უაზრო დასავლურ აზარტულ თამაშად. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ელიტური ნომენკლატურა ფარულად მაინც თამაშობდა ბილიარდს, ამ სპორტის რეაბილიტაცია საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს განხორციელდა.

image

სპორტი პილონზე- რა თქმა უნდა, სსრკ-ში სრულიად აკრძალული იყო ისეთი სპორტი, როგორიც არის პილონზე(ბოძზე) ცეკვა. რადგან იგი ღრმად გარყვნილად ითვლებოდა და ასოცირდებოდა საბჭოთა ქვეყანაში ღრმად აკრძალულ სტრიპტიზთან.

image

აერობიკა- სსრკ-ში, 1980-იან წლებამდე, ფაქტობრივად აკრძალული იყო აერობიკა - იგივე სპორტული გაკაჟება მუსიკის თანხლებით. დიდი ხნის განმავლობაში ეს ასევე გარყვნილებათ ითვლებოდა, რომელიც არ შეესაბამებოდა საბჭოთა ადამიანის მორალს .

აერობიკის დებიუტი საბჭოთა კავშირში სახელწოდებით "რიტმული ტანვარჯიში" მხოლოდ 1984 წელს შედგა. ეკრანებზე გოგონების საცურაო კოსტუმებით გამოსვლამ მაშინვე უდიდესი ფურორი მოახდინა.


image

0
785
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
785
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0