x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნიდერლანდების სამეფოში ზელენსკის შემოსავლის წარმომავლობით დაინტერესდნენ
image
ნიდერლანდების პარტია "ფორუმი დემოკრატიისთვის" (Forum voor Democratie) დაინტერესდა ვლადიმირ ზელენსკის 850 მილიონი დოლარის ქონების წარმომავლობით.


"სხვადასხვა შეფასებით, ზელენსკის ქონება 850 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მას ამ თანხის უმეტესი ნაწილი არ ქონდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. მაშ, საიდან აქვს ეს ფული? და რაც მთავარია, სად მიდის?"- ამის შესახებ პარტიამ ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე გაავრცელა.


როგორც გასული წლის მარტში გავრცელდა, ზელენსკის ოჯახმა 2020 წელს გამოაქვეყნა დეკლარაცია $817, 000 შემოსავალით, საიდანაც სახელმწიფოს მეთაურის ხელფასი $12, 000 იყო. უკრაინის ლიდერის ოფისის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ ასევე გამოაქვეყნა ჰონორარი 166, 4 ათასი დოლარის ოდენობით და ახალი უძრავი ქონება, რომელიც აქვთ დროებით სარგებლობაში, ანუ, სახელმწიფო აგარაკი.


2021 წლის ოქტომბერში უკრაინის პრეზიდენტი ე.წ „პანდორას საქმესთან“ დაკავშირებულ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მასში მოხსენიებულია დაახლოებით 35 ამჟამინდელი და ყოფილი პოლიტიკოსი და 300-ზე მეტი თანამდებობის პირი ასობით ქვეყნიდან, რომლებსაც ბრალად ედებათ ოფშორულ სქემებში მონაწილეობა. უკრაინელი ჟურნალისტები ეჭვობდნენ, რომ ზელენსკი იყენებდა ოფშორულ კომპანიებს, რათა, მის ოჯახს საზღვარგარეთ ბიზნესიდან დეკლარირების გარეშე ესარგებლა.



"ფორუმი დემოკრატიისთვის" ავრცელებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ძალიან საეჭვო ფინანსურ საქმეებში ჩნდება. მარტში პარტიამ უარი თქვა მისი ონლაინ საუბრის მოსმენაზე ჰოლანდიის პარლამენტში და თქვა, რომ შეუსაბამო იყო ზელენსკის „ნახევრად წმინდანად“ შერაცხვა და კონფლიქტში მის მხარეს დგომა. გარდა ამისა, დეპუტატებმა გაიხსენეს, რომ უკრაინის უშიშროების ძალები ხშირად პოზირებენ ნაცისტური სიმბოლოებით და შეძრწუნებული იყვნენ სოციალურ ქსელებში რუსი სამხედრო ტყვეების მიმართ ძალადობის აქტებით

0
687
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0