x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ამ წუთას ვიცი, რომ იყო ლაპარაკი ამ თემაზე... რას ფიქრობთ?" - რას წერს მაკა ჩიჩუა

image


საქართველოს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მაკა ჩიჩუა "ფეისბუქის" პირად გვერდზე კრემატორიუმის აღდგენის ინიციატივით გამოდის და ამასთან დაკავშირებით პეტიციის შექმნას ითხოვს:


"ამწუთას მეგობრის კედელზე მიდიოდა დისკუსია სასაფლაო ადგილების შესახებ


ლაპარაკია ფასებზე .. ადგილის და პრესტიჟული უბნების მიხედვით და ა. შ.


და მაინტერესებს მართლა!.. კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა .. ანუ მოთხოვნა /თხოვნა რომ დაუბრუნონ ქვეყანას კრემატორიუმი .. ვიცი რომ იყო ლაპარაკი ამ თემაზე .. მგონი საპატრიარქოსთან ერთად განიხილებოდა .. მერე შეჩერდა ..


რას ფიქრობთ ამ ამბავზე? შევქმნათ პეტიცია დაგვიბრუნეთ კრემატორიუმი


აღდგომას გილოცავთ"- წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.


საქართველოში, პირველად კრემატორიუმის მოწყობის იდეა გასული საუკუნის 70-იან წლებში გაჩნდა, რომლის მიზანიც თბილისში სასაფლაოებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების დაზოგვა იყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კრემაციის მეთოდი აქტიურად გამოიყენება და კრემატორიუმებიც ფუნქციონირებს. საქართველოში კრემაციის მსურველები არიან, თუმცა იმის გამო რომ ქვეყანაში კრემატორიუმი არ არის, ეს სურვილი სურვილად რჩება.



0
418
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
418