x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"რა გაჩხუბებთ ბიჭებო ამ აღდგომა დღესო" - ვინ არის ქარელში აღდგომას მოკლული ბიჭი?
image

ქარელში, სოფელ დირბში კვირას, აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს. მას მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.


შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


დაპირისპირება დაახლოებით წუხელ ღამის თორმეტის ნახევარზე დაიწყო, მთვარალი ახალგაზრდები სოფლის ცენტრში იყვნენ შეკრებილები, როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის(ზოგის თქმით 20 წლის) ლექსო ნიადაგიშვილი რომელიც რუსთავიდან სოფელში იყო ჩასული მათ გაშველებას ცდილობდა.



"თვითონ არ ჩხუბობდა ჭკვიანი ბიჭი ყოფილა, მთელი სოფელი გადარეულია"


''გარეთ ჩხუბი ყოფილა, ეს საწყალი გასულა, რა გაჩხუბებთ ბიჭებო ამ აღდგომა დღესო და ვიღაცამ ეგრევე ნაჯახი ჩაარტყა გულშიო"-ამბობენ ადგილობრივები.


თუმცა სხვების განცხადებით, ლექსოს დანა ჩაარტყეს.



ინდენტიფიცრებულია ახალგაზრდაც, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა, მიმდინარეობს სამძებრო-საგამომძიებლი ღონისძიებები.


შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

image


0
711
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
711
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0