x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ თქვენს პარტნიორთან თავს დაჩაგრულად გრძნობთ გამოიყენეთ ეს 4 მეთოდი - როგორ გავხადოთ სტაბილური ჩვენი ურთიერთობა

გაცვლის თეორია .

ყველა ადამიანი მიიღწვის იმისკენ რაც კეთილშობილია, მაგრამ ირჩევს იმას რაც სასარგებლო . ადამიანისთვის უანგაროდ სამსახურის გაწევა კეთილშობილი საქციელია, თუმცა საპასუხოდ რაიმეს მიღება გაცილებით უფრო სასარგებლოა.

რისტოტელე


image

ურთიერთგაცვლის თეორიაში ყურადღება გამახვილებულია ორ ადამიანს შორის ურთიერთობაზე ანუ ადამიანები ერთვებიან ქცევაში, რომელსაც მათთვის ჯილდო მოაქვს.


დამანილდოვებელ აქტებში ჩართვის სიხშირე იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად მოჰყვება ქცევას ჯილდო. მაგ. ადამიანი ძალიან სწრაფად ეჩვევა სლოტ-ავტომატებით თამაშს, რადგან მონეტის ჩაგდებისთანავე მოდის ჯილდო. ჯილდო ღირებულია და მისი მიღება ალალბედზე ხდება, და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა არაა საჭირო.

მეორე ვარიანტია რომ, რაც უფრო იდენტურია ეხლანდელი სიტუაცია წარსულთან შედარებით, როცა ჯილდო მიიღო, მით მეტია მოლოდინი რომ ეხლას მიიღოს.

მესამე ვარიანტია - ჯილდოს ფასი იზრდება თუ ამ ჯილდოს იშვიათად ვიღებთ და იკლებს, როდესაც მას ხშირად ვიღებთ.

ამ ბოლო ორი დებულებით ჰომანსი ამბობს რომ მოსალოსნელი ჯილდოს მიღება გვაღიზიანებს, ხოლო მოულოსნელის გ ახარებს.

როდესაც ერთი ადამიანის ქცევა, გავლენას ახდენს მეორე ადამიანის ქცევაზე, ეს არის ურთიერთგაცვლა. შეიძლება გაიცვალოს ჯილდოები, სასჯელები, მაგრამ ურთიერთობა მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს ორივე მხარე უნდა ხედავდეს, რომ ჯილდო დასჯას აღემატება.

ორივე მხარისთვის ჯილდოს მომტანი ურთიერთობა ქმნის ნდობას და მოწონებას. მაგრამ ეს მოწონება ხაირად მცირდება, თუკი მხოლოდ ერთიდაიგივე ჯილდოების გაცვლა წარმოებს. რაკი ხშირი გამოყენების გამო ჯილდო უფასურდება, უფასურდება ჯილდოს მომტანიც. ამიტომაც ადამიანი მრავალფეროვნებისადმი ისწრაფვის.

თუმცა ამ დროს, ურთიერთგაცვლისას ჩნდება ძალაუფლება. თუ ერთი ადამიანის მიერ ჯილდოს მიღება მეორე ადამიანზეა დამოკიდებული.

image

თუ ჯილდო მნიშვნელოვანია დამოკიდებული ადამიანისათვის, სავარაუდოდ ის ყველაფერს გააკეთებს რაც სურს მისგან მეორე ადამიანს. რათა ეს ჯილდო მოილოვოს.

დასჯის ძალაუფლება დაჯიკდოვების ძალაუფლებისგან არაფრით განსხვავდება. აქაც ძალაუფლება იმაშია, რომ მეორე ადამიანზეა დამოკიდებული დასაჯოს ან არ დასაჯოს, რკდესაც სასჯელი არ დგება ესეც ერთგვარი ჯილდოა.

ურთიერთობების გაცვლითი ნორმა ამ ურთიერთობის სტაბილურობას უწყობს ხელს.

ადამიანები მოელიან საბოლოო ჯამში მათი ურთიერთობები ჯილდოს მოიტანს. მაგრამ ყველაფერს საფასურის გადახდა სჭირდება. დააკმაყოფილებს თუ არა ინდივიდს, ჯილდოსა და საფასურის თანაფარდობა, დამოკიდებულია ორ ფაქტზე :

1. რამდენად შეესაბამება მიღებული ჯილდო ნავარაუდევს .

2. ადამიანის მიერ მიღებულ ჯილდოსა და გადახდილ საფასურზე.

image

თუ ჯილდოსა და საფასურის თანაფარდობა არ აღიქმება, როგორც თანაბარი “დაჩაგრულმა " მხარემ შეიძლება თავი შეურაწგოფილად იგრძნოს და ურთიერთობის გაწყვეტაც კი სცადოს.

როგორ დავაბალანსოთ სამართლიანად ურთიერთობა. ურთიერთობის თითოეულ წევრს შეაქვს თავისი წვლილი ურთიერთობაში, რასაც ფსიქოლოგიაში შენატანი ჰქვია და იღებს რაღაცას ამ ურთიერთობიდან . რასაც ეწოდება გამოსავალი.

შენატანი ყოველთვის უარყოფითია, გაწეული ძალიახმევა, ან დახარჯული დრო და ა შ. გამოსავალი კი ჩვეულებრივ პოზიტიურია . სიყვარული, ცოდნა, პატივისცემა .

სამართლიანია ურთიერთობა თუ ეს შენატანი და გასავალი დაბალანსებულია. თუ ურთიერთობაში დაჩაგრულად გრძნობ თავს, იგი სამართლიანობის აღსგენას ეცდება . ეს მცდელობები ორი სახისაა. ქცევითი და ფსიქოლოგიური.

ქცევითი ცდელობები

1 . ადამიანს შეუძლია შეამციროს შენატანი.

2. ადამიანს შეუძლია გაზარდოს გასატანი.

3. გაზარდოს მეორე ადამიანის შენატანი

4. შეამციროს მეორე ადამიანის გამოსავალი.

და ბოლოს თუ არცერთი ხერხი შედეგს არ გამოიღებს შეუძლია ურთიერთობა გაწყვიტოს . ურთიერთობის “დაჩაგრულ " წევრს შეუძლია სამართლიანობის აღდგენის 4 შესაძლებლობა :

1. მიიჩნიოს რომ მის მიერ გაღებული შენატანი არც ისე დიდია .ანუ თავისი წვლილი გააუფასუროს .

2. მეტი ღირებულება მიანიჭოს გამოსავალს . ანუ დატკბეს ურთიერთობაში თუნდაც მცირედით .

3. მეტი ღირებულება მიანიჭოს მეორე მხარის შენატანს . დააფასოს მეტად პარტნიორი.

4. მეორე მხარის გამოსავალს მნიშვნელობა დააკარგვინოს .

ფსიქოლოგების აზრით ამ სამართლიანობის აღდგენას ადამიანთა ის კატეგორია მიმართავს, რომლებიც თვლიან ყველა ადამიანი იღებს იმას რასაც იმსახურებს.

ფილიპ ზიმბარდოს “სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი ", როგორც ფსიქოლოგიური კვლევა

image

თუ ეს 4 ქცევა შეამჩნიეთ, ესეიგი ვიღაც თქვენს მოხიბვლას ცდილობს

image

0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0