x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ცოტამ თუ იცის რომ, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ფერადი ფოტოები აფხაზეთში გადაიღეს" - გიორგი კალანდია
image

ქართველი ისტორიკოსი და პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს გამომგონებლის და ქიმიკოსის სერგეი პროკუდინ გორსკის მიერ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს და წერს:



"ცოტამ თუ იცის რომ ერთ-ერთი ადგილი სადაც მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტო გადაიღეს აფხაზეთია, კერძოდ ქალაქი გაგრა და მისი შემოგარენი... 1909-1915 წლებს შორის საქართველოში გადაღებული ფერადი ფოტოს ავტორი სერგეი პროკუდინ გორსკია, ის მდინარე სქურისწყლის ნაპირას ზის.. გორსკის აფხაზეთში მეგზურობას ქართველები უწევდნენ… ამიტომ კონგრესის ბიბლიოთეკაში დაცულ ერთ-ერთ უნიკალურ ნეგატივს ასე ქვია „ქართველ მურმნათან ერთად“. ფოტოს ავტორი რიგის ბოლოში მესამე მოჩანს, მისი პორტრეტი გადღაბნილია, რადგან ამ დროს ფერადი ფოტოგრაფია პირველ ნაბიჯებს დგამდა. ფერადი ფოტოგრაფიის გორსკისეული მეთოდი ბოლომდე არაა ამოხსნილი, თუმცა ცნობილია ის რომ ლურჯი, წითელი და მწვანე ფილტრების საშუალებით გამომგონებელი ერთსა და იმავე სიუჟეტს ერთმანეთის მიყოლებით ძალიან სწრაფად აფიქსირებდა, სწორედ ამ მეთოდით გადაღებულმა ფოტოებმა გაგრის უნიკალური არქიტექტურა და პეიზაჟები შემოგვინახა. ერთ-ერთ ფოტოზე ულამაზესი დაისი გაგრის სანაპიროდანაა გადაღებული, ეს ის პერიოდია როცა გაგრა შენდებოდა და უფრო მშვენიერი ხდებოდა. გახსოვდეს აფხაზეთი!"




ფოტოგრაფი, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში პირველი ფერადი ფოტოები გადაიღო




სერგეი პროკუდინ გორსკი (. დაბ. 1863წ.31.08 მურომი - გარდ.1944 წ.27.09 პარიზი)ქიმიკოსი, გამომგონებელი, გამომცემელი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ.მას დიდი წვლილი მიუძღვის პირველი ფერადი ფოტოგრაფიის და კინემატოგრაფიის განვითარებაში.


იგი გამოჩენილი დიდი მეცნიერის დიმიტრი მენდელეევის მოწაფე გახლდათ.



სერგეი პროგუდინ გორსკიმ 1905 წელს იმოგზაურა უკრაინაში ყირიმში და კავკასიაში, გადაიღო 400-მდე ფერადი ფოტო.რა თქმა უნდა ჩვენთვის პირველ რიგში საინტერესოა საქართველოში გადაღებული ფოტოები.



1912 წელს თბილისში გადაიღო ფოტები.სულ 9 ფოტო, აქედან 6 ფერადია, ხოლო 3 შავთეთრი.






1-ბათუმის ხედი, სიღრმეში ჩანს ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი.


image




2-ბათუმი ზღვის სანაპიროსთან



image




3-მოლები აზიზას მეჩეთში.ბათუმი



image



4-ბათუმი, ნობელევსკის დასახლება


image



5- ფრესკა ტიმოთესუბნის მონასტერში(XIIს) ბორჯომის სიახლოვეს



image




6-ქართველი ქალბატონები ბორჯომის პარკში


image



გაააგრძელეთ სტატია >>>ამ ბმულზე



0
138
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0