x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„ბასკოს“ შენობის დემონტაჟი დაიწყო, აქ „ორბი“ 170 მეტრი სიმაღლის ორ თაუერს ააშენებს
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობის დემონტაჟი დაიწყო.

ეს შენობა და მიმდებარე ტერიტორია აჭარის მთავრობამ 2020 წელს აუქციონზე „ორბი ჯგუფი ბათუმს“იმ პირობით მიყიდა, რომ აქ კომპანია მრავალფუნქციურ კომპლექსს ააშენებს. პარალელურად, კომპანიას „ბასკოს“ შენობის დანგრევის უფლებაც აქვს.

„ორბი“ აქ 170 მეტრი სიმაღლის ორი შენობის აშენებას გეგმავს. ახალი შენობები „ორბი სითისა“ და ფიროსმანის ქუჩას შორის აშენდება და სიმაღლეში „ორბი სითის“ [უკვე აშენებულ ორ და ერთ მშენებარე] შენობებს გაუტოლდება. შესაბამისად, ამ კვარტალში საბოლოოდ 5 თაუერი იქნება.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლა [„ბასკოს“ შენობა] და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი 2020 წლის ივლისში ელექტრონულ აუქციონზე 19, 5 მილიონ ლარად იყიდა „ორბი ჯგუფი ბათუმმა“.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება სწორედ ერთი ბიჯით გაიყიდა.

ბათუმის მოქალაქე ხატია ზაქარიაძე ამ ამბავს სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით გამოხმაურა:ჩვენ ამ ქალაქში დავიბადეთ. ამ შენობებით, ამ ქუჩებით, ამ ზღვით მოვდივართ და რა უფლება გაქვთ ცხოვრების წესს რომ გვიცვლით?!image

ამ აზრს ბათუმის სხვა მოქალაქეები დაეთანხმენ და ეს გადაწყვეტილება ერთხმად გააკრიტიკეს.


0
103
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0