x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აღმოჩენილია "ცოცხალი ქალთევზა" - ვიდეო, რომელიც მოკლე ხანში ვირუსული გახდა
image

სამართალდამაცავებს საერთოდ რეაქცია არ ჰქონია ამ ვიდეოზე, თუმცა მაყურებელს ბევრი კითხვა გაუჩნდა, რის გამოც ოფიციალურ პირებს მაინც მოუწიათ პასუხის გაცემა.


მეცნიერებისთვის უცნობი არსება, ზღაპრული ქალთევზას მსგავსი, ნაპირზე იპოვეს. სხეულის ზედა ნაწილი შავკანიანი გოგონასი აქვს, ქვედა ნაწილი კი თევზის.ვარაუდობენ, რომ ვიდეო გადაღებულია სამხრეთ აფრიკაში ან კენიაში.



ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა უცნაური ვიდეო, რომელმაც პარანორმალური სამყაროს მოყვარულთა დიდი ინტერესი გამოიწვია.იგი უცებ გახდა ვირუსული TikTok -ზე და სხვა ვიდეოპლატფორმებზე. ვიდეოს ავტორი YouTube-ზე ამტკიცებს, რომ იგი გადაღებულია სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ მიუზენბერგში. მოკლე ვიდეორგოლს 900 000 ნახვა აქვს. სხვა წყარო ირწმუნება "ტვიტერზე", რომ ეს "ქალთევზა"კენიაშია აღმოჩენილი.



ზოგიერთი მიამიტი მაყურებლისგან განსხვავებით, უმეტესობამ მაინც ირონიული კომენტარი დადო:


"ვაი... ასე ატარებენ პარიკებს თურმე ქალთევზები? რომლებიც ყიდულობენ პარიკებს ზღვის ქვეშ?"



„წყალქვეშ პარიკების მაღაზია უნდა გავხსნა“



„ასეთებს პრეტორიის ტბაზე თითქმის ყოველდღე ვიჭერ“



"ნამდვილი რომ ყოფილიყო, არავინ გადაიღებდა მოკლე ვიდეოს, ოპერატორს დაინტერესებსოდა, მეც თუ ვიქნებოდი, ვიდეოს გადავუღებდი ან ყველას გადავუღებდი სურათს"



„უცნაურია, რომ ეს ვიდეო არ მოხვდა სამხრეთ აფრიკის ახალი ამბების სათაურებში"-წერენ ვიდეოს კომენტარებში.


სამხრეთ აფრიკისა და კენიის ხელისუფლებამ სწრაფადვე გააქარწყლა მითები "ზღაპრული აღმოჩენის" შესახებ და ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვიდეო ყალბია.


შესაძლოა, ეს იყოს კომპიუტერის გენერირებული ეფექტები, ან ლამაზი კოსტუმი, ან რეალისტური თოჯინა. თუმცა აქ უკვე რეალური კითხვა გაჩნდა: იქნებ და მაყურებელს ნამდვილად მომკვდავი ბავშვი აჩვენეს, რომელიც ნახევრად გადაყლაპა დიდმა თევზმა? მაგრამ საპირისპიროდ თუ კარგად დააკვირდებით, ხედავთ, რომ ნაპირზე შეკრებილი დამთვალიერებლები ზედმეტად მშვიდად უყურებენ იმას, რაც ხდება და არ ცდილობენ ამ არსების დახმარებას.


0
816
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
816
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0