x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
"ვერ ზეიმობს ჩემი დამძიმებული სული დღეს" - რას წერს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:


"მშვენივრად ვიცი, რა დღეცაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, კვერცხებიც შევღებე და უგემრიელესი პასკებიც მომართვა ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, მაგრამ ეს ხომ ყველაფერი სიმბოლურია, სულის ზეიმია, ჰოდა მე მაპატიეთ და ვერ ზეიმობს ჩემი სული და არ ვარ ზეიმის ხასიათზე.


შეიძლება იმიტომ რომ ვერ ვარ ისეთი ღრმადმორწმუნე, დღევანდელი დღე რომ ჩემ გულში რაც ხდება იმაზე მაღლა დავაყენო. ვერ ვფიქრობ ვერაფერზე, როცა უკრაინაში ბავშვები იღუპებიან, როცა კაცთმოძულე რუსეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ გენოციდს უწყობს ამ უკეთილშობილეს ერს, რომელიც ჯარიანხალხიანად იბრძვის და დანებებას არ აპირებს, მე კი აქედან გამხნევების მეტი არაფერი შემიძლია, მარტო იმიტომ არა რომ შორს ვარ.


აქვე რამდენიმე კილომეტრში პუტინის პირადი პატიმარია, რომელიც პუტინის ბრძანებით დაიჭირეს და მისივე ბრძანებით კლავენ და ვერც მას ვშველი, მხოლოდ ვამხნევებ...


მოკლედ ვერ ზეიმობს ჩემი დამძიმებული სული დღეს აღდგომას თორემ ისე, ქრისტე რა თქმა უნდა, აღსდგა." - ვკითხულობთ ირინა სარიშვილის ფეისბუქპოსტში.






0
184
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
184