საზოგადოება "იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში რუსულ სიმბოლოებს ხატავდა" - შსს 2022, 23 აპრილი, 21:26 პირი, რომელიც თბილისის ქუჩებში უცნობ წარწერებს ტოვებდა და სიმბოლოებს ხატავდა, შსს-ს თქმით, უკვე იდენტიფიცირებულია. როგორც შსს აცხადებს, იდენტიფიცირებულ პირში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება. "პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე რეაგირების მიზნით გადაეცემა შესაბამის სამსახურს. ასევე იდენტიფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელმაც ფალიაშვილის ქუჩაზე აღნიშნული წარწერები საღებავით გააფერადა", - აცხადებენ შსს-ში. 165 1-ს მოსწონს
|