x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი
ულან-ბატორი, მონღოლეთიimage


როდესაც მონღოლეთი სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე გადავიდა, ბევრმა მოქალაქემ სამუშაო დაკარგა და უსახლკაროდ დარჩა და რადგან ზამთარში, ულან-ბატორში ტემპერატურა, ხშირად, –34 °C–მდე ეცემა, 4000–მდე ადამიანმა თავშესაფარი საკანალიზაციო სისტემაში ნახა, სადაც ცხელი წყლის მილები გადის.
ამ მიწისქვეშა თავშესაფრის მცხოვრებლებს, თვითმხილველები როგორც გარიყულებს ახასიათებენ, რომლებიც მთელი დღის მანძილზე სპირტულ სასმელებს ეძალებიან, ხოლო შემდეგ, გაბრუებულები, საკვების მოპოვებას ცდილობენ.


ბუქარესტი, რუმინეთიimage


რუმინეთის დედაქალაქის ქუჩების ქვეშ, გვირაბების ქსელი მდებარეობს, რომელიც ნარკომანების, შიდსით დაავადებულების და ბავშვთა სახლიდან გამოქცეული მოზარდების თავშესაფარს წარმოადგენს. მათი ლიდერი, რომელსაც ისინი «მამას ეძახიან», «ბრიუს ლის» მეტსახელით არის ცნობილი. გვირაბში მოხვედრა ქუჩაში მდებარე კანალიზაციის ლუქით შეიძლება, მაგრამ უცხო პირთათვის იქ შესვლა აკრძალულია. თუმცა, ისეთებიც არიან, იქ სპეციალური მიწვევით რომ ხვდებიან.
imageთვითმხილველები ქალაქის მიწისქვეშეთს, როგორც პარალელურ სამყაროს აღწერენ, სადაც მიტოვებული ბავშვები დაწანწალებენ, მოზარდები კი, ნარკოტიკებს მოიხმარენ. იქ ქუჩებში ნაპოვნი უამრავი ძაღლი და კატაა, არ არის პრობლემა დენი და დერეფნები, 24 საათის მანძილზე განათებულია. ირგვლივ საკლუბო მუსიკის ხმა ისმის, ხოლო ფეხქვეშ, ხელოვნური ბალახი «ბიბინებს». ბუქარესტის მოქალაქეებმა მხოლოდ კი არ იციან, რაც მიწისქვეშეთში ხდება, არამედ, ბრიუს ლის აქებენ კიდეც.

1966 წ. ქვეყანაში კონტრაცეფციის და აბორტის აკრძალვის შემდეგ, ქალაქის ქუჩები მიტოვებული ბავშვებით აივსო. ბრიუს ლი ამ ბავშვებს მხოლოდ კი არ აგროვებდა, მათ თავშესაფარიც მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ზამთარს ნამდვილად ვერ გადაიტანდნენ, ან მანიაკების მსხვერპლნი გახდებოდნენ. ბრიუსი ფულს ადგილობრივ კრიმინალებსაც კი უხდის, რომ მათ, მისი ბავშვების უსაფრთხოება უზრუნველყონ.


იანანი, ჩინეთიimage


ფხვიერი ტყის გრუნტის წყალობით, იანანში 30 მლნ–ზე მეტი ფერმერი გამოქვაბულში ცხოვრებას დაუბრუნდა. ისინი მიწაში გამოქვაბულის ტიპის სახლებს თხრიან ან კლდეში კვეთენ. ხოლო, უკვე არსებულ, რთული სისტემის გამოქვაბულებს აგურით ამაგრებენ. მათ შესასვლელში, კარების ნაცვლად, დრაპირებული ბრიჯის ქაღალდი ან პლედი უკიდიათ, კედლები თეთრი კირით აქვთ შელესილი და სურათებით და ჟურნალიდან ამოჭრილი პოსტერებით გაფორმებული. ბევრი გამოქვაბული მემკვიდრეობითი საკუთრებაა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.


ახალი კინგსტონი, იამაიკაimage


imageახალი კინგსტონის მიწისქვეშეთში საზოგადოებიდან გარიყულების დასახლება მდებარეობს. ისინი, არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის გამო, იძულებულები არიან თავი კანალიზაციებს შეაფარონ. იმის გათვალისწინებით, რომ იამაიკის მოსახლეობის 85 % ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგია, ჰომოფობია ამ ქვეყანაში კულტურულ ნორმად ითვლება. შედეგად, არასტანდარტული ორიენტაციის ადამიანები შევიწროების და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, ტრაგიკულად სრულდება. მათზე პოლიციის რეიდებიც კი ხდება... მიუხედავად იმისა, რომ წვიმის დროს, კანალიზაციის ქსელი ხშირად იტბორება, ადგილობრივი ლგბტ–ე საზოგადოებისთვის იქ ყოფნა უფრო უსაფრთხოა, რადგან მიწის ზევით სიკვდილი ელით.



ლას-ვეგასი, ნევადის შტატი, აშშimage


ნეონით განათებული შენობების და აურაცხელი ტურისტების ფეხქვეშ, 320 კმ–ის წყალშემკრები გვირაბია, რომელსაც დაახლოებით, 1000 ადამიანი საკუთარ სახლად მიიჩნევს. 37 კვ. მ–ის იზოლირებულ ოთახებში ორადგილიანი საწოლი, კარადა და შხაპის კაბინა დგას, კედლებზე კი, ცნობილი სურათების რეპროდუქციებია გაკრული. საერთო ჯამში, გვირაბების სისტემა, ისე გამოიყურება, როგორც ერთი დიდი არტ–გალერეა, რომლის კედლები რთული გრაფიტით არის დაფარული.


ჰებრონის მთა, პალესტინაimage


როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ჰებრონის გამოქვაბულებში, ასწლეულების მანძილზე, 1000–მდე პალესტინელი ცხოვრობს. ეს თვითკმარი საზოგადოებაა, რომელიც სოფლის მეურნეობის წყალობით არსებობს. ისინი საუკუნეების მანძილზე, რძეს და ყველს პირადი მოხმარებისთვის და ასევე, რეგიონის მოსახლეობასთან ვაჭრობისთვის აწარმოებენ.

გამოქვაბულში არ არის წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, დენი. ხოლო, სამედიცინო მომსახურებას და განათლებას, ისინი ახლოსმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის შემოწირულებების წყალობით იღებენ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ეს ფოტოშოპი არ არის – საჭირო მომენტში გადაღებული 15 ფოტო

* ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა... 7 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ

* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა

* ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე

* 5 რამ, რაც შუა საუკუნეებში ადამიანის სტატუსს განსაზღვრავდა

* 15 უნიკალური არტეფაქტი წარსულიდან

* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ

0
843
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
843
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0