x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნაპოვნია მარტივი გზა სხეულის დაბერების შესანელებლად


image
ლესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერთა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ სიარულის სიჩქარე საკმაოდ ზუსტად ასახავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Communications Biology, მეცნიერთა იმავე ჯგუფმა დაადგინა, თუ როგორ არის დაკავშირებული სიარულის სიჩქარე და ლეიკოციტების ტელომერების სიგრძე. ტელომერები არის ქრომოსომების ბოლოები, რომლებიც იცავს მათ დაზიანებისგან. ყოველი უჯრედის გაყოფისას ტელომერების ზომები მცირდება მანამ, სანამ ისინი იმდენად მოკლეა, რომ უჯრედი ვეღარ გაიყოფა (პროცესი, რომელსაც ეწოდება "რეპლიკაციური დაბერება"). რაც უფრო მოკლეა ტელომერები, მით უფრო მეტია უჯრედის გაყოფის ციკლი და მით უფრო დაბერებულია უჯრედები, რაც უფრო მეტია დაბერებული უჯრედების რაოდენობა მით უფრო მაღალია ასაკთან დაკავშირებული ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი. მეცნიერები თვლიან, რომ ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) ტელომერები არის ძალიან ზუსტი მარკერები ადამიანის სხეულის ბიოლოგიური ასაკისა, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს მისი ქრონოლოგიური ასაკისგან.

დღეში მხოლოდ ათი წუთი ენერგიული სიარული ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ვინც სწრაფად დადის, თეორიულად შეიძლება 20 წლით მეტი იცოცხლოს ნელა მოსიარულებთან შედარებით მკვლევარებმა შეადარეს დაახლოებით 406 000 საშუალო ასაკის ბრიტანელის გენეტიკური მონაცემები მათი სიარულის სიჩქარეს. ეს ინფორმაცია თავად მონაწილეებმაც მიაწოდეს და შეაგროვეს ფიტნეს სამაჯურების გამოყენებით, რომლებიც მათ მაჯაზე ეკეთათ. აღმოჩნდა, რომ ადამიანებში, რომლებიც მიჩვეულნი არიან ენერგიულ სიარულს, ლეიკოციტების ტელომერები შესამჩნევად გრძელია, ვიდრე მათში, ვინც ჩვეულებრივ ნელა დადის. მკვლევარების აზრით, ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება მაღალი ტემპით მოძრაობენ, ბიოლოგიური თვალსაზრისით, საშუალოდ 16 წლით ახალგაზრდები არიან ვიდრე „ნელი მოსიარულეები“.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს ჯერ არ აქვთ კონკრეტულად შესწავლილი, როგორ მოქმედებს სწრაფი სიარული ქრონიკული დაავადებების რისკზე, მათ მიაჩნიათ, რომ ეს მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი ყველას შეუძლია გამოიყენოს ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.


2
419
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
419
  
2022, 22 აპრილი, 22:04
მადლობა თქვენ
2022, 22 აპრილი, 21:45
დღეში მხოლოდ ათი წუთი ენერგიული სიარული ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ვინც სწრაფად დადის, თეორიულად შეიძლება 20 წლით მეტი იცოცხლოს ნელა მოსიარულებთან შედარებით! საინტერესოა! მადლობა
0 1 2