x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"არა, რას ამბობ, ორივე შენ იყავი, დამითმია..." - რატომ დაპირისპირდა თაკო ჩარკვიანი ლევან ხაბეიშვილს

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს სოციალურ ქსელში მიმართავს და ციხეში შეუძლოდ მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მიზნით მხარდამჭერთა ქუჩაში გამოყვანისკენ მოუწოდებს. პოლიტიკოსი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ ძალას პასიურობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებს:


"ხაბეიშვილმა: " პაპზე უფრო მაგარი კათოლიკეები ნუ იქნებიანო"


არა ლევან რას ამბობ, ორივე შენ იყავი, "პაპიც და კათოლიკეც" (როგორც შენ ამბობ).... ორივე შენ იყავი, დამითმია“ოღონდ გამოდით და დიდი დაფინანსება რომ გაქვთ პარტიას ( მიშას ხმებით) ხალხი გამოიყვანეთ ქუჩაში, რომ არ მოკვდეს მესამე პრეზიდენტი ციხეში, ქვეყნის სირცხვილია და თქვენიც ცხადია!"- წერს ოპოზიციონერი დეპუტატი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მასშტაბური აქციების მოწყობაში ხედავს. ოპოზიციონერი დეპუტატის გააქტიურება გუშინ, სასამართლო პროცესზე განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, სადაც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა და მედიკოსის დახმარება დასჭირდა.


0
949
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
949