x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
როგორ აქციეს პლასტიკურმა ქირურგებმა რონალდუ სრულყოფილ ლამაზ მამაკაცად? - ბოტოქსი, პლასტიკა, თმის გადანერგვა (მოხდენილი გარეგნობის საიდუმლო)

image



კრიშტიანუ რონალდუ არა მხოლოდ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, არამედ პლანეტის ყველაზე პოპულარული ადამიანიც (ყოველ შემთხვევაში, სოციალურ ქსელებში აბონენტების რაოდენობის მიხედვით). პორტუგალიელი მრავალი წელია ითვლება, ალბათ, მთავარ ლამაზ მამაკაცად სპორტის სამყაროში.

კრიშტიანუ დიდ ყურადღებას აქცევს თავის გარეგნობას –იკეთებს კოსმეტიკურ ნიღბებს, ყურადღებით აკვირდება თმების საფარს თავის სხეულზე და მუდმივად ვარჯიშობს. ასევე, მას შესაძლებეია პლასტიკური ოპერაციაც ჰქონდეს გაკეთებული. თავად რონალდო და მისი გარემოცვა კატეგორიულად უარყოფს ამ ფაქტს, მაგრამ უბრალოდ გადახედეთ კრიშტიანოს ძველ და ახლანდელ ფოტოებს და განსხვავებებს მაშინვე შეამჩნევთ.

ქვემოთ მოცემულია ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები პორტუგალიელის გარეგნობაში.



ღიმილი და კბილები


image




ალბათ ყველაზე შესამჩნევი ცვლილება რონალდუს გარეგნობაში. ახალგაზრდა კრიშტიანო ინგლისში კარიერის დასაწყისში არ ერიდებოდა არასრულყოფილი კბილების გამოჩენას, მაგრამ ძალიან მალე შეიძინა ჰოლივუდის ვარსკვლავების მსგავსი ღიმილი. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პორტუგალიელს ბრეკეტები ეკეთა და, როგორც ჩანს, ოპერაცია გაუკეთეს. ინგლისური პლასტიკური კლინიკების ექსპერტის აზრით, კრიშტიანომ ნაკლი ცირკონიუმის დიოქსიდის გადაფარვის წყალობით გამოასწორა. შეიცვალა პირის ფორმაც – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ღიმილების შედარებისას. ბრიტანელი პლასტიკური ქირურგიის ექსპერტი ალექს კარიდისი მიიჩნევს, რომ რონალდუმ ღრძილების ოპერაცია გაიკეთა, რამაც პირის ღრუს არათანაბარი ხაზი გაასწორა და კბილების სიმაღლე ვიზუალურად გაზარდა.

ცხვირი

image


გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუმ ცხვირის ოპერაციაც გაიკეთა, თუმცა აქ ცვლილებები არც ისე შესამჩნევია. ფოტოზე ჩანს, რომ ცხვირის ხიდი ვიწროა, ცხვირის წვერმა კი ფორმა შეიცვალა. "რონალდომ აუცილებლად გაიკეთა რინოპლასტიკა. მისმა ცხვირმა თითქმის იდეალური ფორმა მიიღო. ოპერაცია მაღალი ხარისხით გაკეთდა“, - ამბობს პლასტიკური ქირურგი სიდნეი ოჰანა.


თმები

image

2013 წელს გალა კონცერტის დროს პრესამ ყურადღება გაამახვილა კრიშტიანოს თავზე გაჩენილ მელოტებზე. მალე შეცდომა გამოსწორდა - ახლა რონალდუს იდეალური თმები აქვს. მაგრამ, ისევ და ისევ, გადანერგვის ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა.
ცხადია, კრიშტიანუ მუდმივად მუშაობს წარბებზე. აშკარაა კონტრასტი 2003 წლის სქელ წარბებთან და ახლანდელ ექსპრესიულ ფორმასთან. რა თქმა უნდა, რონალდო დიდ დროს ატარებს სილამაზის სალონებში.



ბოტოქსი

თუ რონალდუს ახალგაზრდობის და ახლანდელ ღიმილს შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ სახეზე გაცილებით ნაკლებია ნაოჭები, განსაკუთრებით ლოყებზე და თვალების კუთხეებში. ექსპერტების აზრით, ეს იმის ნიშანია, რომ კრიშტიანოს არ ერიდება ბოტოქსის შეყვანა სახეში. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ გამოიყურება 37 წლის პორტუგალიელი 23 წლის ბიჭივით.

"რიო ფერდინანდმა მომიყვა ამბავი, თუ როგორ იდგა რონალდუ შიშველი სარკის წინ, მანჩესტერ იუნაიტედის გასახდელში, თმაზე ხელი ისვამდა და ამბობდა: "ვაუ, რა ლამაზი ვარ", - ამბობს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი. - "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები ცდილობდნენ მის გაჯავრებას და ეუბნებოდნენ: "რაც არ უნდა იყოს, მესი შენზე უკეთ თამაშობს ფეხბურთს". რაზედაც რონალდუ მხრებს იჩეჩავდა და ამბობდა: "მაგრამ მესი ჩემსავით ლამაზი არაა".

"რონალდოს ადგილთან ოლდ ტრაფორდის გასახდელში ნამდვილად იყო სარკე", - წერს უეინ რუნი თავის ავტობიოგრაფიაში. - როცა ერთად ვთამაშობდით, შევამჩნიე, რომ ამ სარკესთან უბრალოდ ვერ გაივლიდა საკუთარი თავით აღტაცების გამოხატვის გარეშე. ყოველი მატჩის წინ იმეორებდა ერთსა და იმავე რიტუალს - ჩაიცვამდა ფორმას, ბუცებს, სარკეს მიუბრუნდებოდა და თამაშის დაწყებამდე თავის თავს შეჰყურებდა.


0
201
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0