x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
45 წლის "ვაზ" 2106, 30 კილომეტრიანი გარბენით აუქციონის წესით 4 მილიონ რუბლად იყიდება

image გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ ტოლიატში კერძო მესაკუთრის ავტოფარეხში აღმოჩნდა საბჭოთა წარმოების "ვაზ" 2106 თითქმის ნულოვანი გარბენით და მდგომარეობით, როგორცსად დღეს გამოშვებული ამ მოდელის მანქანები სიახლოვესაც კი ვერ მივლენ.
ძნელია დაიჯერო, რომ ამ მანქანის ასაკი 45 წელია და ასე წარმოუდგენლად იდეალურად გამოიყურება. მანქანაში ყველაფერი უიდეალურეს მდგომარეობაშია, არანაირი ცვლილება ყველაფერი ქარხნულია და რაც ყველაზე წარმოუდგენელი და დაუჯერებელია საბჭოთა და რუსულ მანქანებში 45 წლის მანქანას ჟანგის წერტილიც კი არა აქვს. თითოეული დეტალი პრაქტიკულად ბრწყინავს, მანქანის მფლობელს სპეციალური გარემო ჰქონდა გათბობის მქონე ავტოფარეხში შექმნილი, სადაც ეს მანქანა ყავდა კონსერვირებულ მდგომარეობაში. ძრავში, გადაცემათა კოლოფში და უკანა ხიდშიც კი ქარხნული ზეთები ასხია.
მანქანას მძღოლის კარის გარდა ყველა კარი დალუქულია, მძღოლის კარებზე მდებარე პატარა საქარე ღიობსაც კილუქი ადევს. მანქანის სალონი, ძრავის განყოფილება, თავად ძარა და ძარის ფსკერი ანუ ის ადგილები რომელიც მუდმივად იყო საბჭოთა და რუსული წარმოების მსუბუქი მანქანების "აქილევსის ქუსლი" ზე იდეალურ მდგომარეობაშია.
კონვეიერიდან ჩამოსვლის მერე მანქანას სულ 30 კილომეტრი აქვს გარბენი, არ მოგეჩვენათ 45 წლის მანქანის გარბენი სულ 30 კილომეტრია.
ალბათ ამიტომაც დარჩა მანქანა ასეთ მდგომარეობაში. ყველაზე დაუჯერებელი კი ისაა, რომ მანქანის აკუმულატორიც კი ქარხნულია, მანქანის მფლობელმა ის მჟავასგან დაცალა კონსერვირებისას და სპეციალური სითხით გამორეცხვის მერე ასევე სპეციალური დამცავი სითხით შეავსო.
მანქანა აუქციონზეა გაყვანილი და მისი ფასი 4 მილიონია, 45 წლის აკუმულატორში სათანადო კონსიტენციის მჟავას ჩასცმიდან 5 წუთში 45 წლის აკუმულატორმა მანქანა წამსვე დაქოქა.
მე არ ვიცი იყიდიან თუ არა ამ ფასად ამ მანქანას თუნდაც კოლექციონერები, მაგრამ 45 წლის მანქანა ფანტასტიურად იდეალურ მდგომარეობაში რომაა თავადაც დარწმუნდებით ამ ფოტოკოლაჟის ნახვის შემდეგ.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
309
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
309