x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"საქართველოს საპატრიარქო, სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ" - ნიკა გვარამია

image

«მთავარი არხის» გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს "ქართული ოცნების" და საპატრიარქოს მისამართით:



"კაცი სასამართლო დარბაზში, პირდაპირ ეთერში კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა.
ქართული ოცნება / Georgian Dream თქვე მწამებლებო, რა მნიშვნელობა აქვს, რას ჩაწერთ მაგ კითხვარში, ან საერთოდ, ჩაწერთ თუ არა რამეს?! ზუსტად მაგიტომ კლავთ სააკაშვილს, რომ შანსი არ ქონდეს საქართველოს არსად და არასდროს, პუტინის რუსეთის გარდა.
საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳ სამარცხვინო, ანტიქრისტიანული ჯგრო, ჩვეულებრივი რუსული მეხუთე კოლონა ხართ, დაწყებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაროზე შემოდებული ტომოსით და დასრულებული პუტინის პატიმარ სააკაშვილის მიმართ დამოკიდებულებით. აღდგომა მოდის, სიცოცხლის დღესასწაული, და თქვენ ადამიანის სიკვდილს შეყურებთ გულგრილად, ზოგიც - სიხარულით."-წერს გვარამია და იქვე მეორე პოსტს აქვეყნებს:

"როცა ადამიანი თვალსა და ხელს შუა კვდება იმის გამო, რომ ჯერ აწამეს და ახლა ჯანდაცვის უფლებაზე უარს ეუბნებიან, სიჩუმე თანამონაწილეობა ხდება.
გინდა რიგითი მოქალაქის, გინდა პოლიტიკოსის, გინდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის, გინდა თანამდებობის პირის, გინდა ხელოვანის თუ მწერლის, გინდა სასულიერო პირის (ნებისმიერი რელიგიის), ნებისმიერის, ნებისმიერის, ნებისმიერის... p.s. ექიმების დიდი ნაწილი უკვე რომ საარჩევნო ზონდერმასწავლებლებისგან არაფრით განსხვავდება, სამწუხარო, მაგრამ ფაქტია."
შეგახსენებთ, დღეს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა.
0
337
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0