x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ეს თუ მართლა მოხდება, მერე გამოდით და იყვირეთ! ტფუ!" - რამ აღაშფოთა ირინა სარიშვილი

image


ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი პანდემიის გამო შეჩერებული დედაქალაქის მერიის პროექტის – "თბილისის ცის ქვეშ" განახლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც ყოველ შაბათ-კვირას თბილისი სხვადასხვა რაიონში ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტების გამართვას ითვალისწინებს:


"რა ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები, თქვე ნაძირლებო?!


ეს თუ მართლა მოხდება, მერე გამოდით და იყვირეთ - მთავრობა სხვაა და ხალხი სხვა!


ტფუ!"- წერს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.


"ეს ღონისძიებები შეიძლება იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონში და სხვადასხვა სივრცეში, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ.





0
920
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
920