x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე
image

"გამარჯვებული საქართველოს"ლიდერი სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე "ღლიცინებს":


image

მოდით და დავიწყოთ იმით, რომ ჯერ გენ პროკურორობისას მერე კი შსს-ს მინისტრობისას იმდენი შეცდომა დაუშვა სათვალავი აერევა ადამიანს, სწორედ მისი ბრძანებით გააუქმეს მისი თავდაცვის მინისტრობისას კოდორის ხეობის დამცველთა ბატალიონი "მონადირე", შემდეგ კი შსს-ს დანაყოფებთან ერთად შეიჭრა კოდორის ხეობაში რითაც დემილიტარიზებული ზონა მილიტარიზებული გახადა და ამან საფუძველი მისცა სეპარატისტებს პრეტენზია გამოეთქვათ შეთანხმების დარღვევაზე.



ბევრი იტყვის ქართული მიწაა და უნა ჯარს შეიყვანდა და უნდა ტრაქტორსო!
არაა ასე ბატონებო, როცა გაეროს ეგიდით ხელს აწერ დოკუმენტზე, სადაც ხეობა ცხადდება დემილიტარიზებულ ზონად ჯარი არ უნდა შეიყვანო და თუ შეიყვან არ უნდა გამოიყვანო და მოსახლეობა მტერს არ უნდა შეატოვო.


პოლიტიკოსი არ უნდა საუბრობდეს ასე: "რუსეფი ღვინოს კი არა ფეკალიებსაც დალევენო".


გასაგებია რუსეთი მტერია, მაგრამ როცა შენს ქვეყანას იმ ქვეყანაში გააქვს ღვინო ასეთი სისულელე არ უნდა "დააბრეხვო".


სურათზე ხედავთ ოქრუაშვილს, როცა ის თავდაცვის მინისტრი იყო.
თავი მგონი "რემბოდ" წარმოუდგენია, შავი სათვალე, სამოქალაქო ტანსაცმელი და მინისტრი ისვრის ავტომატის ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნიდან.
სხვა თემაა როგორ ექცეოდა ჯარს, "თქვენი დაბრუნებული ცხინვალის დედაც ******", რომ მთავრდებოდა ღამის ვარჯიშების დროს.


გენშტაბის უფროს ნიკოლაიშვილთან ერთად მისი ტანკებით ჯირითიც კარგად მახსოვს, ოქრუაშვილის ხელდასხმით გუბერნატორად დანიშნული ქარელიც რუსებს "ტანკი გამბაჟუით და მოი მამა იაზიკ გრუზინსკი იაზიკით", რომ მიმართავდა.


უკრაინაში ჩასვლისას ყველა შეცდომა და დანაშაული ვაპატიე ოქრუაშვილს, რადგან ბრძოლის ველზე გავიდა იარაღით ხელში, მაგრამ მალევე მივხვდი ეს კაცი რომ არ შეცვლილა, ბრძოლის ველიდან ლაივით არ უნდა ჩაერთო ტელევიზიებს, საქვეყნოდ არ უნდა ისაუბრო ირპენში ხარ თუ გელენჯიკში, არც იმაზე უნდა ისაუბრო თუ რითი ხარ შეიარაღებული და შენი ჯგუფის მიერ აფეთქებული ტექნიკის წინ არ უნდა იპოზიორო.


ისევ დაუშვი შეცდომა ირაკლი, ამას მე გეუბნები ყოფილი ქართველი ოფიცერი, რომელიც შენგან განსხვავებით მუდამ ჩრდილში იდგა და ისე აკეთებდა თავის საქმეს.


არაფერს ვამბობ შენს მიერ გაკეთებულ იდიოტურ განცხადებაზე: "ახალ წელს ცხინვალში შევხვდები"!-რაო, შეხვდი?


ქართველი სპეცრაზმელების ჯგუფმა აფხაზეთში გადაგიყვანა, იქაურობა დაგათვალიერებინა და გამოსვლიდან მეორე დღეს ტელევიზიით გამოხვედი და განაცხადე: "ორი კვირით აფხაზეთში ვიმყოფებოდი".


ვინა ხარ ირაკლი ან რა გინდა? თუ მებრძოლი ხარ იბრძოლე უხმაუროდ, თუ ფეისბუქ "ზვეზდობა" გინდა იჯექი და წერე ვინაა კარგი და ვინაა ცუდი (გჩვევია ეს შენ).


მე არა ვარ შენი მტერი, რსაც ვწერ უბოროტოდ ვწერ, გექნება სურვილი ჩემთან გასაუბრების, ყოველთვის მზად ვარ საუბრისათვის.

0
315
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
315