x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ციტატები რომანიდან-"ამაოების ბაზარი"

ციტატები რომანიდან-"ამაოების ბაზარი"

იხილეთ ციტატები უილიამ თეკერეის რომანიდან -"ამაოების ბაზარი":

1.“რა ფიქრები უტრიალებდა ბეკის თავში, ქმარმა რომ დატოვა? .. რებეკა რამდენიმე საათს გაშეშებული იჯდა საწოლის კიდეზე. ყველა უჯრა გამოღებული იყო და მათი შემადგენლობააქეთ-იქით მიმოფანტული: კაბები და ფრთები, შარფები და ძვირფასისამკაულები – ამაოებათა ნამსხვრევების ალუფხულ-დალუფხული გროვა… ესმოდა., როუდონი როგორ ჩავიდა ქვემოთ, კარი ჯახუნით როგორ გაიკეტა.. ის სამუდამოდ წავიდა”

2. “ვისაც მთელი ქვეყნიერება ავად ეპყრობა, ჭეშმარიტად დაუმსახურებია ეს.ქვეყნიერება სარკეა და ყველა კაცს საკუთარ სახეს დაანახვებს.წარბშეკვრით შეხედე და სამაგიეროდ თვითონაც პირქუშად შემოგხედავს; შესცინე და გაიცინე მასთან ერთად და თვითონაც მხიარული, გულკეთილი ამხანაგი გახდება.”

3. “ოჰ, რა ღვთისწყალობაა, ეს ქალები უფრო ხშირად რომ არ იყენებენ თავიანთ ! ამას რო სჩადიოდნენ, მაშინ წინ ვეღარ დავუდგებოდით, საკმარისია, ქალებმა სულ მცირე სურვილი გამოამჟღავნონ და მამაკაცები მის ფეხქვეშ გაეგებიან, ბებრები იქნებიან თუ გონჯი სულერთია, და ამას მე ვაღიარებ, როგორც სრულ ჭეშმარიტებას.კარგია, მოხერხებული და ჭკვიანი ქალი, თუ სულ კუზიანი არ არის, ვისაც უნდა იმას მისთხოვდება.ოღონდ მადლიერნი ვიყოთ, რომ ტურფებმა, როგორც ველურმა მხეცებმა, არ იციან, რა ძალა აქვთ, რომ იცოდნენ, მაშინ ხომ სულ ქუსლქვეშ მოგვიქცევდნენ.”

4. “ყმაწვილ ქალთა სიყვარული ხომ ჯეკის ლობიოს ღეროსავით სწრაფად იზრდება და ერთ ღამეში მისწვდება ზეცას.”

5. “სიყვარულში ორი მხარე მონაწილეობს: ერთს უყვარს, მეორე კი მხოლოდ თავს უყადრებს რომ უყვარდეთ.სიყვარული იქნებ შემთხვევით მამაკაცს ხვდეს წილად, იქნებ – მანდილოსანსაც.იქნებ ვინმე სიყვარულით დაბრმავებული ჯეელი აქამდეც შემცდარიყო და უგულობა მორცხვობას მიეჩნია, გონებაჩლუნგობა – ქალწულურ თავშეკავებად, ქარაფშუტობა – ნაზ კდემამოსილებად და ერთი სიტყვით, ბატი – გედად.იქნებ რომელიმე გამიჯნურებულმა მდედრობითი სქესის ხელის მომწერმა ოცნებაში ვირი ბრწყინვალებითა და დიდებით შემოსა, მის გონებაჩლუნგობას მაჟკაცურ უბრალოებად მიიჩნევს და ეთაყვანება; მის თავკერძობას აღმერთებს, ვითარცა ვაჟკაცური უპირატესობის მაჩვენებელ თვისებას; მისი სირეგვენე დიდებულ დარბაისლობად მიაჩნია და ისე იქცევა, როგორც ფერიათა ბრწყინვალე ტიტანია ეპყრობოდა ერთ ათენელ ფეიქარს.”

6. “თუ წარმატება და წინსვლა იშვიათი და ნელია, ყველამ იცის, დაქცევა და განადგურება რა სწრაფი და ადვილია.”

7. “როცა ზოგიერთი მამაკაცი, მოწყალეო ქალბატონებო, შეყვარებულია, თუნდაც თავისი თვალით ხედავდეს ანკესს, კანაფს და ყველა ხელსაწყოს, რომლითაც იგი უნდა იგდონ ხელთ, ის მაიცნ წამოეგება სატყუარას – მაინც მივა მასთან, მაინც გადაყლაპავს!”

8.“ჩვენ არც კი ვიცით, რამდენ რამეს გვიმალავენ ქალები! როგორი ვერაგები არიან, როცა ყველაზე გულუბრყვილოები და გულახდილნი ჩანან… ის წრფელი ღიმილი, რომელიც ასე ადვილად მოადგება ხოლმე პირზე, ხაფანგი არის დაგებული ჩვენი მოტყუებისთვის!”

9. “ჩემდათავად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანის ზნეობრივ გრძნობებთაგან სინდისის ქენჯნა ყველაზე უფრო უნიათო რამ გახლავთ – თუკი წამოყოფს თავს, ყველაზე იოლად სწორედ მისი ჩახშობა შეიძლება.ზოგს კი ეს გრძნობა სულაც არ გაუჭაჭანებს ხოლმე.ჩვენ სააშკარაოზე გამოსვლა ან სირცხვილსა და სასჯელზე ფიქრი გვაშფოთებს, თორემ თავად დანაშაულის გრძნობა ძალიან ცოტა ვინმეს თუ უმწარებს სიცოცხლეს ამაოების ბაზარში.”

10. “რა იციან კაცებმა ქალების მოწამეობისა და თავგანწირვისა? ჩვენ გავგიჟდებოდით, იმ ყოველდღიური ტკივილის თუნდაც მეასედიც რომ განგვეცადა, რომლეთაც უდრტვინველად იტანს ბევრი დიაცი.განუწყვეტლივ მონობა ჯილდოს ვერ პოვებს.მუდმივი სათოება და ალერსი ასეთივე სისასტიკეს აწყდება, სიყვარულს, ჯაფას, მოთმინებას, ფხიზელ ზრუნვას კეთილი სიტყვითაც კი არ ცნობენ.რამდენი მათგანი ითმენს ყოველივე ამას წყნარად და გამოჩნდებიან ხოლმე საზოგადოებაში მხიარული სახით, ვითომდა არაფერი აწუხებთ.ეს სათნო მონანი თვალთმაქცნი და მორჩილნიც უნდა იყვნენ.”


11.“…როცა რებეკა მღეროდა, ყოველი ბგერა თრთოდა მის მძიმე, ჩლუნგ სულში და ჟღერდა მის ვეება სხეულში.როცა რებეკა ლაპარაკობდა.დრაგუნი მთელ ჭკუა-გონების ძალას იკრებდა მოსასმენად და გაოცებისათვის თავის მისაცემად.თუ ქალი ოხუნჯობდა, მის ხუმრობაზე კარგა ხანს იტეხდა თავს, მხოლოდ ერთი ნახევარი საათის შემდეგ წასკდებოდა ხოლმე ქუჩაში სიცილი და ფრიად განაცვიფრებდა ეტლში მის გვერდით მჯდომ მეჯინიბეს, ან როტენ-როუზე მასთან ერთად მიმავალ ამხანაგს. რებეკას ნათქვამს მისთვის მისნის ფასი ქონდა, ქალის უმნიშვნელო ქცევაც კი ჭეშმარიტი, უებრო მოხდენილობითა და სიბრძნით იყო აღბეჭდილი. “რა სიმღერა იცის…რა ხატვა, -ფიქრობდა იგი, -რა კარგად იჯდა იმ ტლინკია ჭაკზე დედოფლის კროულიში!”-და გულითად საუბარში ხანდახან ჩაულაპარაკებდა ხოლმე: -ღმერთს გეფიცები, ბეკ, შენ სწორედ მთავარსარდლობა ან კიდევ კენტერბერის არქიეპისკოპოსობა შეგშვენის, ღმერთს გეფიცები!..”

12.“ხალხი რომ მხოლოდ წინდახედულად და გონიერად ქორწინდებოდეს, რაღა ეშველებოდა მოსახლეობის ზრდას?”

13. “… აი, კაცი, რომელმაც წერა არ იცოდა, ხოლო კითხვა ჭირივით ეჯავრებოდა;რომელსაც ჩვევები, გაიძვერობა და ვირეშმაკობა ოტროველა, გაუთლელი ხეპრისა ჰქონდა;რომლის ცხოვრების მიზანს შარიანობა, ფლიდობა ხრიკიანობა წარმოადგენდა;რომელსაც გარდა ყოველივე მდაბლის, ანგარებიანისა და ბინძურისა, არც გემოვნება ჰქონია, არც გრძნობა, არც სიხარული, და რატომღაც მაინც მოეპოვებოდა წოდება, პატივი და ძალა და სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდებული და ბურჯი ბრძანდებოდა.თანაც უზენაესი შერიფიც გახლდათ და მოოქრული ეტლით დაბრძანდებოდა.დიდი მინისტრები და სახელმწიფო მოღვაწენი ეპირფერებოდნენ ექლესებოდნენ და ამაოების ბაზარში მას უფრო მაღალი ადგილი ეპყრა, ვიდრე უბრწყინვალესი ნიჭის პატრონს ან უმწიკვლო, ქველ ადამიანს…”

14. “ნეტა რომელია, ძმაო მკითხველო, უკეთესი ხვედრი: მდიდარი და სახელოვანი თუ ღარიბი და იმედგაცრუებული სიკვდილი? გქონდეს და იძულებული გახდე, დათმო თუ ითამაშო, წააგო ხელი და ისე გადაიკარგო ამ წუთისოფლიდან? უცნაური გრძნობა უნდა იყოს, როცა ჩვენი აღსასრულის დღე დადგება და ვიტყვით: “ხვალ წარმატება და მარცხი აღარაფრის მაქნისი იქნება – მზე ამოვა, მთელი კაცობრიობა ჩვეულებისამებრ თავის საქმეს ან გასართობს მიაშურებს, მე კი ამ დავიდარაბიდან შორს ვიქნები.”

15.“დიდი სმა-ჭამაა გამართული, დიდი არშიყობა და პრანჭვა-გრეხა, სიცილი და ტირილი, თუთუნის წევა, მოღორება, აყალმაყალი, ცეკვა და ვიოლინოს წრიპინი. ჩხუბისთავები მუჯლუგუნებით იკაფავენ გზას, დარდიმანდები თვალს უპაჭუნებენ ქალებს, ჯიბგირები ჯიბგირობენ, პოლიციელები თვალებს აცეცებენ, თაღლითები (სხვანაირი თაღლითები, ჭირი ეცათ მათ!) თავიანთი ფარდულების წინ დგანან და ღრიალით იწვევენ მუშტრებს. სოფლელი ხეპრეები თვალებდაჭყეტილი მისჩერებიან ზიზილ-პიპილოებით მორთულ მოცეკვავეებს და ფერუმარილით მოთხუპნულ საცოდავ ბებერ მუშაითებს. მარჯვე ჯეელები კი ხელებს უფათურებენ ჯიბეებში. დიახ, ეს გახლავთ ამაოების ბაზარი.”

0
107
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0