x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"თქვე ფუტლარებო! პარლამენტში ყრიხართ 3-პროცენტიანები" - ვის მიმართვს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, პარტია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის მიერ "ევროპული საქართველოს" ლიდერზე, გიგა ბოკერიაზე გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:


"ჭაობიდან ამოსვლას აქვს თავისი წესები (თუ ჩემი არ გჯერათ, ძალიან სანდო ვიეტნამური წყაროები არსებობს).


ჭაობში თუ ფართხალებ, მეტად იძირები.


ასე ფართხალებთ ყველა, ვინც ევროპული საქართველოს ერთადერთ ღირსეულ და შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის ფარსის მიმართ, რაღაც ქვენა მოტივებით ხსნით.


რამდენიმე დღის წინ Misha Mshvildadze შევიდა დამინულ ველზე და თანმიმდევრულობა დაგვიწუნა.


დღეს ანა ნაცვლიშვილს (არ ვიცნობ და არ ვთაგავ ამიტომ) მოვკარი თვალი, სადღაც ფართხალებდა ბოკერია "ახლა შეჯდა თანმიმდევრულობის მესიჯზე" იმიტომ რომ თავად ვერ შედიოდა პარლამენტშიო.


თან მებრალებით, მაგრამ თან გვერდს ვერ ავუვლი იმ ფაქტს, რომ ამ უძაღლო ქვეყანაში კატები ყეფენ და ამიტომ გპასუხობთ.


---------------


პირველი სამარცხვინო სისულელე!



"2016 წლის პარლამენტში თუ შეხვედით, რატომ 2020 წლის პარლამენტში არ შეხვედით"

ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაზე კომენტირების პრეტენზია აქვს, ასეთი სამარცხვინო და უთავმოყვარეო სისულელის თქმა უნდა რცხვენოდეს!


1) 2016 წელს ჩვენ გვქონდა სხვა საარჩევნო სისტემა!


ამ საარჩევნო სისტემით ქოცებმა მოიგეს!

ამ მახინჯი საარჩევნო სისტემით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობაც კანონიერად გაიფორმეს!

გაყალბების მასშტაბიც კი ვერ ფარავდა განსხვავებას.

27 პროცენტი ჰქონდა ნაცმოძრაობას, 48 ოცნებას - სხვა პარტიებმა ბარიერიც ვერ გადალახეს (ინაშვილს გადაალახინეს ხელოვნურად).

განსხვავება იმდენად დიდი იყო, შეუძლებელი იყო იმის მტკიცება, რომ გაყალბების გამო მოიგეს ქოცებმა.

ამიტომ დავისახეთ ამოცანად სისტემის შეცვლა და შევცვალეთ 20 ივნისის აქციების დროს - ხალხის მონაწილეობით!


2) 2016 წელს ბოკერია არ გამოვარდნილა და ბოიკოტი არ გამოუცხადებია!


2020 წელს სანამ ფოთიდან ჩამოვედით, საგიჟეთი მოაწყვეთ (ამას დაგილაგებთ ვიდეოებად, რომ კარგად შეგარცხვინოთ - თქვენი ლიდერებიანად, დუჟმორეულები რომ ყვიროდით ბოიკოტზე) - ბოიკოტზე გავედით ყველანი ერთად (მიუხედავად იმისა რომ მე თქვენნაირ ქარაქუცებთან ერთად ომში წასვლა არ მინდოდა).


სიტყვა ვთქვით, ხალხი ქუჩაში გავყინეთ, ბოლო ხმაზე ღრიალებდით ვინც ამ პარლამენტში შევა მოღალატეაო - ბოიკოტის დამრღვევ ადამიანებს თავზე ნაგავს აყრიდნენ და დუმდით.


და ამის შედმეგ შევარდით პარლამენტში - 43 პროცენტი გამარჯვებააო ყვიროდით! (ღმერთი მაღალია)

ბოკერია არ არის ქარაქუცა, უთავმოყვარეო პოლიტიკოსი, მას ფიზიკურად არ შესწევს უნარი სააკაშვილივით, ვაშაძესავით, ან უგულავასავით მოიქცეს, მას რცხვენია ასე მოქცევა, ასეთებს ჩვენ, საღამოობით ერთმანეთს რომ ვხვდებით, დავცინით - სირცხვილად ვთვლით ასეთების პოლიტიკაში ყოფნას და გვესმის ქართველი ხალხის, რომ პოლიტიკურ კლასს არ გვენდობა.


----------------

მეორე გულისამრევი სისულელე


"ბოკერია პარლამენტში ვერ მოხვდა და ამიტომ ატრაკებს".


ბოკერიას ჰქონდა მოძრავი სია - მას რომ პარლამენტში შესვლა ვადამდელზე კომპრომისის გარეშე ჰქონოდა განსაზღვრული, სიას სანამ ჩახსნიდა - წინ გადაეწერებოდა. კაკოს საერთოდ შედეგებით ეკუთვნოდა წინ გადაწევა. ამასთან - ელენე არ შევიდა (არც ეკუთვნოდა, ზუსტად ისე, როგორც ტარიელ ნაკაიძეს და დავით ბაქრაძეს არ ეკუთვნოდათ) - ელენეს ადგილი არავის დაუკავებია.


უსინდისო ბოდვაა ის, რომ მანდატი არ ჰქონდა და ამიტომაა ბოიკოტში.


როცა ასეთ სამარცხვინო ბრალდებას ისვრით, საკუთარ თავებს ყიდით - რაღა გაყიდვა გინდათ, ვიცით რომ საკუთარი "პალაჟენიის" გამოს ყველაფერს გაყიდით, სინდისსაც.


თქვენი მორალური კოდექსიდან გამომდინარე ტენით ეგეთ "ნახალკას" სხვას და ამიტომ ხართ სამარცხვინოები.



-----------------------

მესამე აღვირახსნილი სისულელე


"თუ 8 მარტის შეთანხმებას მოაწერა, რატომ 19 აპრილისას არ მოაწერა".


თქვე შინაარსისგან დაცლილო ფუტლარებო!


8 მარტის შეთანხმების შედეგად საარჩევნო სისტემა შეიცვალა!


120 ადგილი მივიღეთ პროპორციულად.


8 მარტის შეთანხმების შედეგია ის, რომ ლელო პარლამენტში გდია 3 პროცენტით!


ვერ ეგდებოდით, რომ არა ბოკერია და 8 მარტის შეთანხმება!


19 აპრილის შედეგად რა შეიცვალა თქვე თვითმარქვია პოლიტიკოსებო?


2021 წლის არჩევნებზე რა მივიღეთ 19 აპრილის შეთანხმების შედეგად?


8 მარტის შეთანხმების შედეგად, პარლამენტში ყრიხართ 3 პროცენტიანები და თქვენს ამომრჩეველს წარმომადგენელი ყავს - უხეირო, მაგრამ მაინც!


19 აპრილის შედეგად რა მივიღეთ? დიდი ეროვნული სირცხვილი! გაუცხოებული ხალხი და დიდი დეპრესია!


P.S. რამდენჯერმე დავაპირე თქვენი განცხადებებიდან ვიდეოები ამეწყო და ქართველი ხალხისთვის მეჩვენებინა რა სამარცხვინო ფლუგერები ხართ, მაგრამ შემებრალეთ.

ახლა აღარ შემებრალებით - გმადლობთ


----------------


P.P.S. და კიდევ ერთ რამეში დამარწმუნეთ, ბარიერი 5 პროცენტზე დაბალი არ უნდა იყოს.


ვინც 5 პროცენტს ვერ აგროვებს, ის პარლამენტში არც უნდა იყოს." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.



0
602
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
602