x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

საინტერესო მოგზაურობა გთავაზობთ ქვეყნებისა და სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე და შეიძლება, ასეთი რამ, ჯერ არც გინახავთ.


დინოზავრების ქანდაკებებს თუ დაინახავთ, რომლებიც ერთმანეთს თითქოს კოცნიან, ე. ი. ჩინეთ–მონღოლეთის საზღვარზე იმყოფებითimage


ამ ადგილთან ახლოს, პატარა ქალაქი ერენჰოტი (ჩინეთი) მდებარეობს, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ მის გარეუბანში, არქეოლოგები დინოზავრების უამრავ გაქვავებული ნაშთი აღმოაჩინეს.

ულამაზესი ბულვარის გარდა, ერენჰოტი ქალაქის სტუმრებს დინოზავრის მუზეუმის და დიდ თემატური პარკის – «დინოზავრების ჯადოსნური ქვეყნის» დათვალიერებას სთავაზობს.


ამერიკა–მექსიკის საზღვარზე კი, ფრენბურთის თამაში შეიძლება
image


ყოველწლიურად, ამერიკელები, რომლებიც ნაკოში (არიზონას შტატი) ცხოვრობენ, ფრენბურთს ეთამაშებიან მექსიკელებს... და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ფრენბურთის ბადე, რომლის მაგივრობასაც, შეერთებულ შტატებსა და მექსიკას შორის გამყოფი ღობე ასრულებს.


ღობის ნაცვლად, გზა თოვლმავალისთვისimage


შვედეთსა და ნორვეგიას შორის, საზღვარზე ძალიან შთამბეჭდავი გზა გადის, რომელიც თოვლმავლით გასეირნების მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.

აქ მოცემულ ფოტოზე, მარჯვენა მხარეს ნორვეგიაა, ხოლო მარცხნივ — შვედეთი. გასეირნება კი, სავსებით ლეგალურია.


შვედეთ–ფინეთის საზღვარზე გოლფის თამაში შეიძლება
image


გოლფის კლუბს «ტორნიოს» ერთი უნიკალური მოედანი აქვს, რომლის ნახევარი ფინეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო მეორე ნახევარი — შვედეთში. მას შუაზე მდ. ტორნიო ყოფს და ამ ადგილზე, სკანდინავიის ქვეყნებს შორის საზღვარი გადის.

აღნიშნული მოედანი პოლარული წრის შიგნით მდებარეობს. ამიტომ, გოლფის სეზონზე, რომელიც დროის მიხედვით, პოლარული დღის სეზონს ემთხვევა, თამაში დღე–ღამის ნებისმიერ დროს, მზის შუქზე შეიძლება.


მდ. იგუასუზე გასეირნებით, 3 ქვეყნის ნახვა შეიძლებაimage


მდინარეზე 2 საათიანი ექსკურსიით, ტურისტს ერთდროულად, 3 ქვეყნის საზღვრის ნახვის უნიკალური შანსი ეძლევა: ერთ ადგილზე მდინარე იგუასუ ერთმანეთისგან არგენტინას, ბრაზილიას და პარაგვაის ყოფს.


სამი ქვეყნის საზღვარი ევროპაშიც არისimage


ეს ქალაქი აახენია, რომელიც გერმანიის უკიდურეს დასავლეთში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მდებარეობს და მას ერთდროულად სამი ქვეყნის: გერმანიის, ბელგიის და ნიდერლანდების საზღვარი კვეთს.


ეს სახლი კი, პირდაპირ ორი ქვეყნის საზღვარზე მდებარეობსimage


ნიდერლანდების და ბელგიას საზღვარზე მდებარეობს სახლი, რომელიც მეზობელ ქვეყნებში, ერთდროულად, ორი განსხვავებული მისამართით ირიცხება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კარზე 2 ზარია დაყენებული: ერთი — ბელგიელებისთვის, ხოლო მეორე — ნიდერლანდელებისთვის.



image

არხის სხვა სიახლეები:


* მაიას ცივილიზაცია – დიდებული წარსული და დაკნინების მიზეზი

* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი

* ინჟინრებმა ლეონარდო და ვინჩის ნახაზებით ვერტმფრენი შექმნეს და ის დაფრინავს (+ ვიდეო)

* 10 რამ, რასაც ტანსაცმლის მაღაზიაში არასდროს გეტყვიან

* ბუნების საოცარი და სახალისო ფოტოები

* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო

* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

2
2049
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2049
  
№1 ქართული სოციალური ქსელი. WAPI,GE ❤ ❤ ❤
WAPI,GЕ შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია. WAPI,GЕ
❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤
2022, 18 მაისი, 10:34
რა საინტერესოაა
0 1 2