x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიახ, თვალი არ გატყუებთ, ერთნაირები არიან – ფოტოები ტყუპების ფესტივალიდან
image


«ტყუპების დღეები» (Twins Days) – ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ოჰაიოს შტატში (აშშ), ქ. ტვინსბურგის (Twinsburg – ტყუპების ქალაქი) გარეუბანში იმართება. 1976 წლიდან მოყოლებული, ოჰაიოს შტატის ეს პატარა ქალაქი, რამდენიმე დღით, ტყუპების მსოფლიო დედაქალაქი ხდება. ტვინსბურგში ათასობით და-ძმა ჩამოდის, როგორც ამერიკიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.


image


გასული საუკუნის დასაწყისში, აღნიშნული შტატის ქ. მილსვილში ტყუპი ძმები აარონი და მოსე უილკოსები დასახლდნენ, რომლებიც ძალიან ამაყობდნენ აბსოლუტური მსგავსებით (ისინი არასოდეს დაშორებულან, იყვნენ საქმიანი პარტნიორები, დაქორწინდნენ დებზე, ცხოვრობდნენ ერთ სახლში და ერთ დღეს გარდაიცვალნენ).


image


უილკსონებმა მუნიციპალიტეტს მიმართეს, ქალაქისთვის მათ პატივსაცემად, სახელის გადარქმევის თხოვნით. სანაცვლოდ კი, მათ მფლობელობაში არსებული 6 აკრი (24281, 1 კვ. მ.) მიწის ნაკვეთი და პირველი ადგილობრივი სკოლის გასახსნელად, საჭირო თანხა შესთავაზეს.


image


გარიგება შედგა... ხოლო, 1976 წ. ქალაქის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი ადგილი, ტყუპების ფესტივალის გასამართად, ვიდრე მათი ქალაქია, პლანეტაზე არ მოიძებნებოდა და ფესტივალი დაარსდა. მასში, პირველ წელს, მონაწილეობა მხოლოდ 36 ადგილობრივმა ტყუპმა მიიღო.


image


დღეს, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტყუპების ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად, დაახლოებით, 3000 ტყუპი ესწრება. ფესტივალზე უამრავ გასართობ ღონისძიება იმართება: გოლფის ტურნირი, ტყუპების აღლუმი, ტალანტების შოუ, ტყუპების სპორტული შეჯიბრებები და სხვა.

ამ საოცარ სანახაობაზე დასასწრებად, ფესტივალზე, მხოლოდ ტყუპები კი არა, «მარტოხელებიც» ჩადიან.



image


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყუპების ფესტივალები სხვა ქალაქებშიც იმართება, მაგრამ ტვინსბურგის ფესტივალი ყველაზე დიდი და მასშტაბურია. ადგილობრივი მოსახლეობა მთელი წლის მანძილზე ემზადება მისთვის. ხოლო, სპონსორები ისეთი დიდი ბრენდებია, როგორიც, მაგ., Pepsi–ია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* შავი იუმორი

* აფრიკა – ფოტოსურათები, რომელიც აფრიკაში ცხოვრების დემონსტრირებას ახდენს

* საოცარი ისტორიული ფოტოები, რომელიც შესაძლებელია არ გინახავთ

* 5 ფაქტი მეკობრეებზე, რომლის გაგების შემდეგ, მათზე წარმოდგენა შეგეცვლებათ

* “ღვთაებრივი პროპორცია” – იდეალური სახის მქონე 10 ქალი და 10 მამაკაცი ვარსკვლავი

* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს

* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

0
1200
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0