x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აშშ-ს საჰაერო ძალების საიდუმლო ფაილების მიხედვით, 7 წლის წინ უცხოპლანეტელთა ობიექტი დაიწვა ატმოსფეროში
image
მკვლევარები სკეპტიკურად უყურებდნენ აშშ-ს საჰაერო ძალების კოსმოსური სარდლობის მტკიცებას, რომ მეტეორიტი, რომელიც დაიწვა დედამიწის ატმოსფეროში, მზის სისტემიდან არ მოდიოდა.


აშშ-ს საჰაერო ძალების კოსმოსურმა სარდლობამ ახლახან გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომ მეტეორიტი, რომელიც დაიწვა დედამიწის ატმოსფეროში 2014 წლის იანვარში, არის უცხოპლანეტელთა ობიექტი სხვა ვარსკვლავური სისტემისგან. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი არ ეთანხმება ამ განცხადებას და გვთავაზობს თავის არგუმენტებს, იტყობინება Gizmodo.


თუ მეტეორიტი, რომელიც დედამიწაზე 7 წლის წინ მოვიდა, ვარსკვლავთშორისი ობიექტია, მაშინ ის პირველი ასეთი ობიექტია, რომელიც აღმოჩენილია. თუმცა, ამ განცხადებამდე ითვლებოდა, რომ 5 წლის წინ აღმოჩენილი ქუმუამუა, უჩვეულო კოსმოსური ობიექტი იყო პირველი უცხო ობიექტი.



აშშ-ს საჰაერო ძალების კოსმოსურმა სარდლობამ დაადასტურა ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევა, რომელიც მათ 2019 წელს გამოაქვეყნეს. მასში ნათქვამია, რომ მეტეორიტი, რომელიც 500 კგ-ს იწონიდა და დიამეტრი 45 სმ იყო, მზის სისტემიდან არ მოსულა. ამას მოწმობს მისი მაღალი სიჩქარე და ფრენის გზა. მეცნიერებმა ვარაუდობენ, რომ ის მოფრინდა ვარსკვლავური სისტემიდან, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის სქელ დისკზე.




აშშ-ის საჰაერო ძალების კოსმოსური სარდლობა თავისი თანამგზავრებით მუდმივად აკვირდება დედამიწის მახლობლად მდებარე სხვადასხვა ობიექტებს, რათა აღმოაჩინოს ისეთი „ცეცხლოვანი ბურთები“, რომლებიც შეიძლება იყოს მტრის რაკეტები.



"ეს განცხადება არ მიმაჩნია მეცნიერულ დადასტურებად იმისა, რომ ობიექტი ატმოსფეროში შემოვიდა სხვა სისტემიდან. ამაზე დეტალური ინფორმაცია არ არსებობს. ეს ინფორმაცია ძირითადად სამხედროების მიერაა გასაიდუმლოებული და დეტალების გარეშე ეს ანალიზი არ არის სრული." - ამბობს ჯონათან მაკდაუელი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტროფიზიკოსი.



არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მეცნიერები არ ენდობიან მონაცემებს 2014 წლის მეტეორიტთან დაკავშირებით, რომელსაც უწოდეს პირველი ვარსკვლავთშორისი ობიექტი.


„არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სამთავრობო თანამგზავრები, რომლებიც აკონტროლებენ ამ ცეცხლოვან ბურთებს, ზოგჯერ მცდარ შედეგებს იძლევა, განსაკუთრებით ასეთი ობიექტების სიჩქარესა და ფრენის გზაზე.“- ამბობს ალან ჯექსონი, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი.


"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ პირველი ვარსკვლავთშორისი მეტეორიტი შეიძლება დაიწვას დედამიწის ატმოსფეროში. მაგრამ სანამ არ მოხდება მონაცემების დეტალური ანალიზი და ფორმულირება, უბრალოდ გვერწმუნეთ, ვერ მოხდება ამის მეცნიერული დადასტურება." - ამბობს სტივენ დეში არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.


image


ჯექსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია მთელი ინფორმაციის შესწავლა, არ შეიძლება იმის თქმა, თუ რა სახის ობიექტი იყო ეს. ანუ იყო თუ არა სხვა ვარსკვლავური სისტემიდან.


"თუ ამ მეტეორიტის სიჩქარე და ტრაექტორია სწორია, მაშინ ის შეიძლება იყოს პირველი, რომელიც მზის სისტემის გარედან შემოვიდა. მაგრამ ზუსტი გამოთვლები არ არსებობს. ჰარვარდის მეცნიერთა განცხადება, რომ ის 99.99-ით % ნამდვილად იყო ვარსკვლავთშორისი ობიექტი, მხოლოდ ციფრებია ჭერიდან აღებული.“, – ამბობს ჯექსონი.

0
265
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
265
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0