x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საინტერესო ფაქტი სამხრეთ კორეის შესახებ, რომლებიც ნებისმიერ უცხოელს გააკვირვებს

image
კორეელები ნამდვილად ხალხია, მათშეძლეს მრავალი უნიკალური ტრადიციის შენარჩუნება, მიუხედავად გლობალიზაციის შემოტევისა. ამ ტრადიციებიდან და მახასიათებლებიდან ბევრი შეიძლება ძალიან, ძალიან სპეციფიკური ჩანდეს ქვეყანაში ჩამოსული ევროპელი ტურისტებისთვის.

1. სამხრეთ კორეაში ხუმრობები და იუმორი საპირფარეშოს შესახებ ძალიან პოპულარულია

ტუალეტის შესახებ ხუმრობებს სამხრეთ კორეაში ყველგან შეიძლება წააწყდეთ. დეფეკაციის პროცესი იმდენად სასაცილოდ არის მიჩნეული, რომ მას მთელი ღია პარკი ეძღვნება ყველა სახის უაღრესად რეალისტური სკულპტურებითა და ინსტალაციებით. საკონდიტრო მაღაზიებში ხშირია “საინტერესო" ფორმის ორცხობილები და ნამცხვრები. ვერც ერთ ადგილობრივს ვერ გააკვირვებთ მსგავსი ხუმრობებითა და ოხუნჯობებით, პირიქით, მათ ეს მოსწონთ კიდეც.image

2. სიყვარულის გამოვლინებები

ევროპა დიდი ხანია სრულიად გულგრილია საზოგადოებრივ ადგილებში კოცნის, ჩახუტებისა და სხვა სიყვარულის გამოვლენის მიმართ, ხოლო თუ ამას ერთი სქესის ადამიანები გააკეთებენ, მათ ჩვეულებრივ აღიქვამენ არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებად. სამხრეთ კორეაში კი სულ სხვა ვითარებაა, თუკი ქალი და მამაკაცი საზოგადოებრივ ადგილას ჩახუტებულები ან კოცნის დროს გამოიჭირეს, ეს უაღრეს თავხედობად ჩაითვლება, ხოლო თუკი მაგალითად ბიჭები დადიან ხელიხელ ჩაკიდებულები, მაშინ საწინააღმდეგო არავის არაფერი აქვს და რაც მთავარია, ჰომოსექსუალებად მათ ავტომატურად არავინ ჩათვლის. image

3. პლასტიკური ოპერაცია არავის უკვირს

დღეს სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ლიდერია ერთ სულ მოსახლეზე პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით. აქ იმდენი კარგი პლასტიკური ქირურგია, რომ მათ სანახავად უცხოელებიც კი მიდიან. გარდა ამისა, კორეაში ასეთი სერვისების ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ამიტომ ეს ბიზნესი ყოველდღიურად მდიდრდება.

სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაცია არის ქუთუთოების ქირურგია (ბლეფაროპლასტიკა). გოგოც და ბიჭიც, თითქმის უყოყმანოდ, რისკავს საკუთარ ჯანმრთელობას და ქირურგის დანის ქვეშ მხოლოდ თვალის „ევროპული“ ფორმის შესაძენად მიდიან.image

4. მოტელები

ამ ქვეყანაში ღირსეული ოჯახების ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივ ადგილებში გრძნობების ნებისმიერი გამოვლინება მიუღებლად ითვლება. ასევე უჩვეულოდ მკაცრია მშობელთა კონტროლი ოჯახებში. არაფრის გაკეთება არ შეიძლება - ეს არის ხარკი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისთვის. ამიტომ, ახალგაზრდა წყვილები ერთმანეთთან შესახვედრად სწორედ მოტელებში მიდიან.image

5. K-Pop

K-Pop არის სახელი, რომელიც მიენიჭა კორეულ პოპ მუსიკას. მას აქვს საკმაოდ სპეციფიკური მახასიათებლები და ძალიან პოპულარულია არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, არამედ აზიის სხვა ქვეყნებშიც. შემსრულებლები აგროვებენ ათასობით აუდიტორიას კონცერტებზე და მათი ფანებიც განსხვავდებიან ევროპელი ან ამერიკელი ფანებისგან.

ჯგუფებში ძირითადად არიან 16-დან 24 წლამდე გოგონები და ბიჭები, ისინი წლების განმავლობაში ვარჯიშობენ კომპანიებში სტაჟიორებად და რაც მთავარია, სტაჟიორად მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ოდესმე სცენაზე ახვალ. K-Pop-ის მუსიკალური კომპოზიციები აერთიანებს რამდენიმე ჟანრს ერთად და ტექსტი ხშირად არა კორეულ, არამედ ინგლისურ ენაზეა. image

6. “აჯუმმა"

აჯუმმას სამხრეთ კორეაში ხანდაზმულ ქალბატონებს ეძახიან. კორეული კულტურის ერთ-ერთი სპეციფიკური მახასიათებელია საზოგადოების უმცროსი წევრების უკიდურესად პატივისცემა უფროსების მიმართ. ხალხმრავალ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა ვალდებულია მათ ადგილი დაუთმონ, ყველა ვალდებულია, რომ მათ მოუსმინონ და რჩევა-დარიგება მიიღონ, ხოლო თუკი ვიღაც ისეთი “გაბედული" გამოჩნდება, რომელიც მოხუცს შეეპასუხება ან უყვირებს, მაშინ საზოგადოებაში აუცილებლად გამოუჩნდებიან დამცველები. image

7. ალკოჰოლი

ქვეყანა ქრონიკულად პირველ ადგილზეა ძლიერი სასმელების მოხმარებაში. საღამოს, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, ქალაქების ქუჩები გადაჭედილია იმ მოქალაქეებით, რომლებიც ფეხზე ძლივს დგანან. თუმცა მთვრალები იქცევიან უკიდურესად მშვიდად და წესიერად, ჩხუბი კი ძალზე იშვიათად ხდება. კორეის „კორპორატიული კულტურის“ მიხედვით, თუ უფროსი სამსახურის შემდეგ ქვეშევრდომებს სასმელზე ეპატიჟება, მაშინ უარის თქმა აბსოლუტურად შეუძლებელია. ასე რომ, ახალწვეულებმა ჯერ ძალით უნდა დალიონ, შემდეგ კი დაუოკებელი სურვილით.image

8. წყვილების ტანსაცმელი

სამხრეთ კორეაში ეს პოპულარული ტენდენციაა. ახალგაზრდები შეგნებულად ცდილობენ ერთნაირი ტანსაცმლის ჩაცმას, ან ერთნაირი აქსესუარების ყიდვას. ასე აჩვენებენ ყველას, რომ ისინი ერთად არიან ან კარგი ურთიერთობა აქვთ. image

9. საჭმლის მიტანის სერვისი ძალიან სწრაფია

ყველა განვითარებულ ქვეყანაში სხვადასხვა საკვების მიწოდება ძალიან კარგად მუშაობს, სამხრეთ კორეაში კი ვირტუოზულ დონეზეა მიყვანილი. კლიენტს ტელეფონი დადებულიც არ აქვს, კურიერს გამოძახებული საკვები რომ მოაქვს, გარდა ამისა, არ ფიქრობენ ჭურჭელი სად წაიღონ, მათ უბრალოდ კართან ტოვებენ, კურიერი კი სიევ მოდის და უსიტყვოდ მიაქვს.image

10. მოკლე კაბები შეიძლება, დეკოლტე არა

გოგონები სამხრეთ კორეასი ნამდვილად ულტრა მოკლე კაბებს იცვამენ, აიდოლებიც კი, სცენაზე გამოსვლისას ასეთ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები, დაჯდომისას კი აუციებლად აქვთ პლედი ან ქურთუკი გადაფარებული. მოკლე კაბა არავის უკვირს და ყურადღებასაც არ აქცევენ. აი თუ გოგონას დეკოლტე აცვია, მაშინ ის ვერ აიცილებს უარყოფით მზერას და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. განსაკუთრებით კი მოხუცი ქალბატონებისგან, რომლებიც შეიძლება ისე გაბრაზდნენ, რომ ჩანთაც კი ჩაარტყან.image

0
899
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
899
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0