x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ვისგან ასუფთავებს მარიუპოლს რუსი დამპყრობელი და რა დაასრულებს რუსეთთან უკრაინის მოლაპარაკებებს
image
უკრაინა დამპყრობლებს მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის სპეციალური დერეფნის გახსნას ითხოვს.


ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურების მეშვეობით მოვითხოვთ დამპყრობლისგან, გახსნას სპეციალური დერეფანი მარიუპოლიდან დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციისთვის“, - აღნიშნა მან.

16 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მარიუპოლის უკრაინელი დამცველების განადგურება დაასრულებს რუსეთთან მოლაპარაკებებს. სახელმწიფოს მეთაურმა დასძინა, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მარიუპოლის უკრაინელი დამცველების დასახმარებლად.


მარიუპოლის ალყა

95%-ით განადგურებული მარიუპოლი 1 მარტიდან რუსი დამპყრობლების ბლოკადაშია, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს მის კონტროლს. ამჟამად რუსი დამპყრობლები მარიუპოლში „აღწერას“ ატარებენ, რათა „არასაიმედოებისგან გაასუფთავონ“. ქალაქში სასტიკი ბრძოლა გრძელდება.
მარიოპულში უამრავი ადამიანია დაჭრილი და ებრძვის სიკვდილს. თუმცა ეს ნაკლებად ადარდებს რუსულ მხარეს, რომელსაც საკუთარი დაჭრილები და დაღუპულებიც არაფრად მიაჩნია

0
212
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0