x
image
თუთიკო ბერძენა
ჩაღიმებული ქართვლის დედა, ფარ- ხმლიანი უკრაინის დედა და აგრესიული რუსეთის დედა - რა იმალება ქვეყნის მთავარი სკულპტურების მიღმა, როცა დასამალიც არაფერია
ერის ხასიათი მთავარ სკულპტურებში საუკეთესოდაა გადმოცემული გადმოცემული. შედარებისთვის სამი ქვეყნის მთავარი სკულპტურები - ეროვნული დედები განვიხილოთ.
image

ქართვლის დედა. მეგობრობისთვის თასით ხელში და მტრისთვის ხმლით ხელში. თავდახრილია, რაც შეიძლება თავმდაბლობად აღვიქვათ, თუმცა მეორეცაა - თუ კარგად დააკვირდებით, იგი დაჰყურებს ხმალს და არა თასს (ფიალას, ჯამს).
ამასთან, ფიალა, თასი, ჯამი მხოლოდ ღვინისთვის როდი გამოიყენებოდა?! ანუ ინტერპრეტაცია უნდა მოვთოკოთ, რომ უფრო შორს არ გაგვექცეს და არ წარმოვიდგინოთ ის უკიდურესი შემთხვევები კაცობრიობის ისტორიიდან, როცა ფიალით/თასით/ჯამით შხამსაც აწვდიდნენ ადამიანები ერთმანეთს. თუმცა ჩვენ მაინც უკეთეს შემთხვევაზე ვიფიქროთ და წარმოვიდგინოთ, რომ ეს თასი არა ჯადოქრის ჭურჭელი, არამედ კეთილშობილი ქართველის ხელშია და მასში აუცილებლად ღვინო ასხია. მარცხენა ხელში, მაგრამ მაინც ღვინო. მთავარია ის, რომ ქართვლის დედას ჩაღიმებული სახე აქვს. თავმდაბლობაზე უფრო "თავჩარგული მაყვალივითაა" და იცის, ვის შხამი მიაწოდოს, ვის ღვინო და ვის კიდევ ხმალი მოუქნიოს. სხვაგვარად ერთი მტკაველა ქვეყანა და ერთი მუჭა ერი ვერ გაუძლებდა საუკუნეების ქარცეცხლს.
image

უკრაინის დედა - კიევში დგას. იგი ერთ ხელში ფარით და მეორე ხელში მახვილითაა, ღირსეული, მშვიდი სახით. მომხვდურთან გასასწორებლად და თავის დასაცავად მზადმყოფი. არც მანევრირება და დიპლომატის სჭირდება - ტერიტორია დიდი აქვს და ერიც მრავალრიცხოვანი ჰყავს.
image
რუსეთის დედა ვოლგოგრადში დგას. არანაირი თასი, არანაირი ფარი. მხოლოდ მოქნეული მახვილი, მახვილი მზადყოფნაშიც არ არის, როგორც უკრაინის დედის შემთხვევაში, არამედ დინამიკაშია - მოქნეული, ქალის სახე კი აგრესიულ-ისტერიკული. სუფთა დამპყრობელი!
0
283
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0