x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355496
  • სურათი:496585
"არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი მღვდლის შებღავლება" - ბექა ყორშია

image

"მთავარი არხის"ჟურნალისტი ბექა ყორშია რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ აქციაზე მოსმენილ ინციდენტს იხსენებს და წერს, რომ ამის შემდეგ აღარაფერი უკვირს:


"არ ვიცი, რომელი წელი იყო. რუსთაველზე ჩავიარე, პარლამენტის წინ ხალხი იყო შეკრებილი, ამერიკის მიერ საქართველოს ოკუპაციას აპროტესტებდნენ. არასდროს დამავიწყდება ერთ-ერთი მღვდლის შებღავლება: - ხალხოოოო... პატრული აქვე დგას და თავის მიკროფონში მამაო ჩვენოს გვათქმევინებს! ამ დროს ხალხი პატრულისკენ შეტრიალდა: - გვააა თქმეე ვიიი ნეეე, გვააა თქმეეე ვიიიი ნეეეე... მას მერე არაფერი მიკვირს" - წერს ყორშია.
თუმცა კომენტარებში ახსენებენ, რომ ეგ ინციდენტი თბილისში კი არა შესაძლოა ბათუმში იყო.

"წელი ასევე არ მახსოვს, მაგრამ მარგველაშვილი იყო პრეზიდენტი და მგონი ხანუქაზე აპირებდა შანდლის ანთებას. იქვე შეკრებილი მრევლი კი აპროტესტებდა შემდეგი შეძახილით “არ ა ან თო! არ ა ან თო!” ეს ხმა არასდროს ამომივა ყურებიდან. როგორც გამოქვაბულის ხმა"-წერს სალომე ბერკერი კომენტარში და იქვე ვიდეო ბმულს დებს.
მალევე კომენტარში ბექა ყორშიას ზუსტი თარიღი შეახსენეს, რომელიც 2013 წლის 17 მაისის წინა ღამე ყოფილა, გეი აღლუმის საწინააღმდეგო აქცია.
0
441
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0