x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
"ეს ენა იმიტომ ვისწავლე, რადგან "საქართველოო ლამაზო"–ს მოსმენის დროს ამეტირა"

image


"ქართული ენა იმიტომ კი არ ვისწავლე, რომ მინდოდა საქართველოში ცხოვრება. ან განა ეს იქნებოდა ენის სწავლის მიზეზი ზოგიერთებისთვის. ეს ენა იმიტომ ვისწავლე, რადგან მომეწონა მისი ჟღერადობა, მისი ძალა და ამავედროულად რაღაცნაირი სინაზე თითო სიტყვაში. ეს ენა იმიტომ ვისწავლე, რადგან ამეტირა "საქართველოო ლამაზო"–ს მოსმენის დროს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არც მესმოდა სიტყვები. იმიტომ ვისწავლე, რადგან ბავშვობიდან მაინტერესებდა განსხვავებული ენები - და ზუსტად ამ განსვავებულ ენაში ვიპოვე ჩემი თავი.
საქართველოში ახლა ვარ მეცხრედ და იმედი მაქვს დათვლის გაგრძელება აღარ დამჭირდება, მაგრამ ყოველ ჯერზე აქ ჩამოსული ჯიუტად ყველგან ვსაუბრობდი ქართულად - გამყიდველებთან, მიმტანებთან, ქუჩაში დაკარგული - ნებისმიერ ადამიანთან. როგორც გამომდიოდა ისე და ყველაზე ხშირად ისინიც ღიმილით მპასუხობდნენ ქართულად. თუმცა ეს ჩამოსვლა სხვანაირია. ნაცნობების გარდა, სადაც კი ვიწყებ ქართულად საუბარს, პასუხების 88% მოდის რუსულად. 1% ინგლისურად. შემაწუხებელია, იმიტომ რომ ამ მეცხრედ მე წასვლას აღარ ვაპირებ. ამავდროულად ხალხი აგინებს აქ მცხოვრებ აზერებს და სომხებს - მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობენო და ქართული არ იციანო. თუ ამათთანაც მუდმივად თქვენივე სურვილით სხვა ენაზე ლაპარაკობთ და არა ქართულად - აბა ვისი ბრალია, რომ არ იციან?
ქართველებო, ეცით პატივი თქვენს ულამაზეს ენას. დაიწყეთ თქვენით - არ ელაპარაკოთ რუსულად იმ უცხოელს, ვინც ცდილობს, თუნდაც საშინლად, მაგრამ ცდილობს ილაპარაკოს ქართულად.
ეცით პატივი თქვენს ულამაზეს ენას და ნუ იყენებთ გაქართულებულ ინგლისურ სიტყვებს, როცა გაქვთ ქართული შესატყვისი. მე ფსევდო ინგლისურის სწავლამ კი არ მომხიბლა - არამედ ქართული ენის სწავლამ და გაიხსენეთ - არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვენი ნათესავები იბრძოდნენ ამ ენის გადასარჩენად.
ეცით პატივი თქვენს ენას და მოითხოვეთ პასუხისმგებლობა საჯარო პირებისგან, ჟურნალისტებისგან, რომ წერონ, იმეტყველონ სწორად - იმიტომ რომ მათ მიერ დაწერილი ტექსტებიდან ხალხი ითვისებს არასწორ სიტყვებს, არასწორ გრამატიკულ ფორმებსა და მათი პასუხისმგებლობაცაა, რომ მე, უცხოელი, ხშირად ვხედავ, რომ ქართული ტექსტი დაწერილია ისეთი გრამატიკული შეცდომებით, რომლებსაც მეც კი არ ვუშვებ. და ნუ ასწავლით ერთმანეთს ჭკუას, როცა ვინმე შენიშვნას გაძლევს შეცდომებზე, თითქოს "ეს სკოლა არ არის, როგორც მინდა ისე ვწერ". ეს სკოლა კი არაა, ცხოვრებაა და ამ ცხოვრებაში არსებობს ერთადერთი ენა, რომლის ცოდნის ვალდებულება გვაქვს ყველას. ეს არის მშობლიური ენა. განა ისე რთულია ამ ერთ ენაზე სწორად მეტყველება?
პატივი ეცით თქვენს ენას და გიყვარდეთ ის, იმიტომ, რომ ის თქვენია და ამის გადასარჩენად პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენ ყველას, ვინც ამ ენაზე ვმეტყველებთ. გილოცავთ ქართული ენის დღეს!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვიქტორია ვალენტაიტე წერს.
0
313
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0