x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რუსეთი ბირთვული იარაღით იმუქრება, თუ შვედეთი და ფინეთი "ნატოში" შევლენ
image

რუსეთი იმუქრება, რომ მსოფლიო "ყველაზე არასასურველი შედეგებს" მიიღებს, თუ შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდებიან ნატოში.


რუსეთი პირობას დებს, რომ ბალტიის ზღვაზე ბირთვული თავდაცვას გააძლიერებს. კრემლი აგრძელებს მუქარის რიტორიკას.


საგარეო სამქეთა მინისტრის ალექსანდრე გრუშკოს ბოლო კომენტარიც ამას მეტყველებს, მან აღნიშნა, რომ " ნატოში" გაწევრიანება ამ ორი ქვეყნის "განადგურების"გარანტიას იძლევა.



მანამდე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: „აღარ შეიძლება საუბარი ბალტიისპირეთში რაიმე არაბირთვულ სტატუსზე - ბალანსი უნდა აღდგეს“.


„ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს ამ საზღვრების გაძლიერება. რუსეთს აქამდე მსგავსი ზომები არ მიუღია და არც აპირებდა. ჩვენ იძულებულნი ვართ გავაკეთოთ ეს ... გაითვალისწინეთ, ეს ჩვენი შეთავაზება არ ყოფილა."


ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთი "სერიოზულად გააძლიერებს ფინეთის ყურეში სახმელეთო ჯარებს, საჰაერო თავდაცვით და საზღვაო ძალებს".



როგორც კრემლი აცხადებს, საფრთხე მათთვის მას შემდეგ გაჩნდა, როცა გუშინ შვედეთი და ფინეთი ნატო-ს წევრობის კანიდატები გახდენენ და მათი განცხადება შესაძლებელია რამდენიმე კვირაში განიხილონ.

image

ცნობილია, რომ შვედეთის პრემიერ მინისტრი მაგდალენა ანდერსონი ქვეყანას უბიძგებს იმისკენ რომ შეუერთდეს ტრანსატლანტიკურ ალიანსს ივნისისთვის, ამასვე გეგმავს ფინეთი, ყველაფრის მიზეზი კი ვლადიმერ პუტინის შეჭრა გახდა უკრაინაში, რომლის ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნატოში შესვლის სურვილი.


გუშინ ანდერსონმა უმასპინძლა ფინეთის პრემიერ მინისტრს სანა მარინს სტოკჰოლმში, (მთავარ ფოტოზე)რათა განეხილათ მათი შესაძლო გაწევრიანება ალიანსში.

0
255
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
255
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0