x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
აშშ არ აპირებს, რუს ოლიგარქებს სანქციების გამო გაყინული აქტივები დაუბრუნოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს რუსი ბიზნესმენებისთვის სანქციების გამო გაყინული აქტივების დაბრუნებას.

“ჩვენი მიზანი არ არის მათი დაბრუნება. ჩვენი მიზანია მათი უკეთ გამოყენება, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენი მიზანი არ არის მშვიდად დაჯდომა და შემდეგ მათი დაბრუნება."- განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.image
ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ შექმნიდა სპეციალურ KleptoCapture ჯგუფს რუსი ოლიგარქების აქტივების მოსაძიებლად. ამ მიზნით, აშშ-ს ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი და გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი შეხვდნენ ავსტრალიის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და ევროკომისიის წარმომადგენლებს.

მარტის შუა რიცხვებში აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ შექმნა 50 რუსი ოლიგარქის სია, რომლებზეც სანქციების კონტროლი პრიორიტეტულად განხორციელდება. მასში მოხვდნენ ვლადიმერ პუტინი, დიმიტრი პესკოვი, სერგეი ლავროვი, სერგეი შოიგუ, ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, ანდრეი კოსტინი, არკადი და ბორის როტენბერგი, იგორ სეჩინი, კირილ შამალოვი, ალიშერ უსმანოვი, ანდრეი სკოჩი, გენადი ტიმჩენკო, ვიქტორ ვექსელბერგი და სხვები. პირადი სანქციები მოიცავს ანგარიშებისა და აქტივების გაყინვას. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა გაყინა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს მარაგიც.

რომან აბრამოვიჩს, რომელმაც უკვე დაკარგა ბევრი აქტივი ევროპაში, არ შეეხო აშშ-ს სანქციები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით. მარტის ბოლოს Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ხაზინამ აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციების პროექტი მარტის დასაწყისში შეიმუშავა, მაგრამ ისინი საბოლოოდ შეჩერდა ზელენსკის ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

0
95
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0