x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
უკრაინის გამო ჯონ ლენონის შვილმა ფიცი გატეხა

image


1971 წელს ჯონ ლენონმა ჩაწერა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი Imagine, რომელიც სწრაფად შეიყვარეს მთელ მსოფლიოში. თითქმის ათი წლის შემდეგ, ლენონისა და ჩეპმენის შეხვედრამდე სულ რაღაც 12 დღით ადრე, სიმღერა ხელახლა ჩაიწერა და გადაიღეს ახალი სრულფასოვანი კლიპი. წლების განმავლობაში, Imagine იქცა ნამდვილ ომის საწინააღმდეგო ჰიმნად.


image

image

ჯონის ვაჟი ჯულიანი თავად გახლდათ მუსიკოსი, მაგრამ Imagine-ს არასოდეს შეუსრულებია. ბიჭმა თავისთვის დაიფიცა, რომ მამის მთავარ სიმღერას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებდა, თუ სამყაროს აღსასრული დადგებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გეგმები ვერ შესრულდა.


image

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მალე გაირკვა, რომ რუსები ებრძვიან მეზობელი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას და არა ჯარს. ბუჩასა და ბოროდიანკაში მომხდარმა საშინელებამ, ჯოჯოხეთმა, რომელიც ახლა ხდება მარიუპოლში, მთელი მსოფლიო აიძულა შეეცვალა თავისი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ.

image

გარდა ამისა, მილიონობით ლტოლვილის საკითხი კვლავ ძალიან მტკივნეულია. სწორედ იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს სამხედრო აგრესიის შედეგად, გაიმართა აქცია „დავდგეთ უკრაინისთვის“ Stand Up For Ukraine. მას მრავალი მსოფლიო ვარსკვლავი ესწრებოდა: მადონა, U2, ოზი ოსბორნი, სელინ დიონი და ჯულიან ლენონი. ბიჭმა საკუთარი ფიცი დაარღვია და Imagine-ი შეასრულა.



image


„ვგრძნობდი, რომ, როგორც პიროვნებას და როგორც ხელოვანს, ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია უნდა მქონოდა. რატომ ახლა, ამდენი წლის შემდეგ? იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობდი, რომ Imagine-ს მხოლოდ სამყაროს აღსასრულის შემთხვევაში ვიმღერებდი. და ასევე იმიტომ, რომ სიმღერის ტექსტი ასახავს ჩვენს კოლექტიურ სურვილს მსოფლიო მშვიდობისკენ. ამ სიმღერით ჩვენ გადავდივართ სივრცეში, სადაც სიყვარული და ერთიანობა ჩვენი საერთო რეალობა ხდება. ეს სიმღერა გვირაბის ბოლოს შუქს ასახავს, ​​რომლის იმედიც ყველას გვაქვს“, - განმარტა ჯულიანმა თავისი მოქმედება.


ჯულიანმა ასევე თქვა, რომ სიმღერის არჩევანი იმითაც არის განპირობებული, რომ, მისი აზრით, კომპოზიცია გადმოსცემს იმ მწუხარებას, რომელიც უკრაინას დაატყდა თავს. მან იმედი გამოთქვა, რომ მამის თაყვანისმცემლები, რომლებიც მას მოუსმენდნენ შეძლებდნენ სისხლისღვრის შეჩერებას. ეს ხომ მხოლოდ სიმღერა არ არის, არამედ მშვიდობის ჰიმნია.


ჯონ ლენონის შვილის Imagine-ის შესრულებაც ერთგვარი ისტორიული მოვლენაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს დაეხმარება მათ, ვინც ეს სულელური ომი წამოიწყო, გონს მოეგოს, მაგრამ ყველა აკეთებს იმას, რაც შეუძლია.

0
569
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
569
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0