x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აი, თურმე რატომ ეხმარება "შინდლერის სიის" მსახიობი პოლონეთის საზღვარზე უკრაინელ დევნილებს
image

ოსკაროსანი ფილმის "შინდლერის სიის" მსახიობი პოლონეთის საზღვარზე უკრაინელებს ეხმარება.

32 წლის ოლივია დაბროვსკი, რომელმაც ფილმში ცნობილი "გოგონა წითელ მოსახამში" განასახიერა, კოორდინაციას უწევს მოხალისეებს და ეხმარება უკრაინელებს ტრანსპორტირებასა და დასახლებაში.

მსახიობი ასევე აგროვებს თანხებს უკრაინიდან ლტოლვილების საჭიროებისთვის.
დაბროვსკიმ ეს "ინსტაგრამზე" გააზიარა. მან გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც მოხალისეების ჟილეტშია.


"მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და დედაჩემი აქტიურად ვეხმარებით ლტოლვილებს ფიზიკურად თუ ინტერნეტით", - წერს მსახიობი.



ოლივიამ შეაჩერა სკუთარი ბიზნესი, რათა მთელი თავისი დრო დაეთმო უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის. ოლივიას თქმით, მან და მისმა დედამ მოახერხეს ტრანსპორტირება და უფასო საცხოვრებელი ასეულობით უკრაინელისთვის.


"არაფერს ველოდები და არც ერთ ჩვენს მოხალისეთა ჯგუფს არ სურს "მადლობის" მოსმენა, ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. არასდროს დამავიწყდება ეს სახეები და თვალები", - ხაზგასმით აღნიშნავს დაბროვსკი.

0
183
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0