x
მეტი
  • 05.12.2022
  • სტატია:124110
  • ვიდეო:355518
  • სურათი:496759
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერს ქართველების ცოდვამ უწია

image
უკრაინაში რუსული აგრესის ფარგლებში სხვა საჯარისო დანაყოფებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტი.
რუსეთმა უკვე დაკარგა 7 ერთეული სხვადასხვა კლასის მხირე და საშუალო ზომის სამხედრო კატარღა, მაგრამ ის რაც ახლა მოხდა ეს რუსული ფლოტის ტრაგედიაა, უკრაინელების მიერ ნასროლი სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "ნეპტუნის რაკეტებმა" შავი ზღვის გვარდიულმა, საფლაგმანო სარაკეტო კრეისერის საბრძოლო მასალის დეტონაცია გამოიწვია. არავინ იცის რამდენი სხვადასხვა რანგის მეზღვაური დაიღუპა რუსულ სარაკეტო კრეისერზე, რომელიც 1164"ატლანტა" პროექტისაა. "მოსკოვი" შედის შავი ზღვის ფლოტის 30-ე დივიზიაში, ბედის ირონიაა რომ ეს სარაკეტო კრეისერი უკრაინაში ქალაქ ნიკოლაევის გემთსაშენ ქარხანაშია აგებული.
თავიდან აღნიშნული კრეისერის სახელი იყო «Слава». ნავსაწინააღმდეგო 1123 პროექტის კრეისერის ჩამოწერის შემდეგ სარაკეტო კრეისერს დაერქვა ჩამოწერილი კრეისერის სახელი.
აღნიშნული სარაკეტო კრაისერი მონაწილეობას იღბდა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთ-საქართველოს ომში, ასევე მონაწილეობდა 2015 წელს სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში და ახლა უკვე უკრაინის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის ფარგლებში სარაკეტო მხარდაჭერას უწევდა შავი ზღვიდამ სანაპიროდან საკმაოდ შორი მანძილიდან.
საბედნიერო უკრაინელების მიერ 2020 წელს შექმნილმა სანაპირო დაცვის ხომალსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს "ნეპტუნის" ფრთოსანმა რაკეტებმა ზუსტად მიაღწია მიზანს და თუ მთლიანად არა რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანი სარაკეტო კომპლექსი ძალიან დიდი ხნით გამოიყვანა მწყობრიდან.
რუსეთის გემთმშენებლობა სულს რომ ღაფავს ესეც ცნობილი ფაქტია და საეჭვოა აღნიშნული კრეისერის აღდგენა მოხერხდეს.
ეს კი უკრაინული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ნეპტუნი" გახლავთ.
image
რუსული კრეისერისათვის უკრაინული რაკეტის მოხვედრის შედეგი.


0
175
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
175