x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
"უკრიანის ომმა გამოავლინა რასიზმი" - ჯანმო-ს ხელმძღვანელი უკმაყოფილოა მსოფლიოს ორმაგი სტანდარტით
image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა მსოფლიო ყურადღება უკრაინის ომისადმი და განაცხადა, რომ ეს აჩვენებს „შავკანიანთა და თეთრკანიანთა ცხოვრებისადმი არათანაბარი ყურადღების დათმობას“.


ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სხვა კრიზისებზე, როგორიც იყო მაგალითად მის სამშობლოში, ეთიოპიაში, არ იყო მსოფლიო ისეთი შეშფოთებული, როგორც პუტინის ომზე, რომელსაც დიდი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვა.


ჯანდაცვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ იემენში, ავღანეთსა და სირიაში მიმდინარე საგანგებო სიტუაციებმა უკრაინასთან შედარებით მხოლოდ მცირე "წილი" ყურადღება მიიპყრო.



”მე უნდა ვიყო გულახდილი და გულწრფელი, რომ სამყარო არათანაბრად ექცევა ადამიანების რასებს. ზოგი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები და როცა ამას ვამბობ, გული მტკივა. იმიტომ რომ მე ამას ვხედავ. ძალიან რთულია ამის მიღება, მაგრამ ეს ხდება“-თქვა მან


გებრეიესუსმა აღიარა, რომ უკრაინაში არსებული ვითარება გლობალური მნიშვნელობისაა, მაგრამ აინტერესებს, სხვა კრიზისები საკმარის ყურადღებას იმსახურებდნენ თუ არა?


მისი თქმით, ტიგრაის შეიარაღებული კონფლიქტში ერითრეისა და ეთიოპიის ძალების მიერ რეგიონის ალყა ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო თანამედროვე ისტორიაში და აღნიშნა, რომ ბოლო ზავი აქამდე უშლის ხელს რათა რეგიონს მნიშვნელოვანი ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს. მისი თქმით, 2020 წლის ნოემბრის ომის დაწყებიდან რეგიონში დღეში 100-მდე სამაშველო სატვირთო მანქანაა საჭირო.


გასულ თვეში ტედროსმა განაცხადა, რომ "დედამიწაზე არსად არ არის რისკის ქვეშ მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობა"ისე, როგორც ეთიოპიის ტიგრაის რეგიონში. ათასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და მილიონობით ადამიანს ესაჭიროება სასიცოცხლო დახმარება, აღარაა ლაპარაკი გასამართლების გარეშე სიკვდილით დასჯებსა და სექსუალურ ძალადობებზე.


”ხალხი შიმშილით კვდება, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ - თქვა მან. -ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი და სასტიკი ალყა, როგორც ერიტრეას, ისე ეთიოპიის ძალების მიერ განხორციელებული თანამედროვე ისტორიაში."


მან ასევე აღნიშნა, რომ ტიგრაიში დაახლოებით 6000 აივ-ინფიცირებული ცხოვრობს, მაგრამ ხელისუფლება აღარ ფლობს ინფორმაციას მათი ადგილსამყოფელის შესახებ, "ბევრი მათგანი, ვფიქრობთ, უკვე გარდაიცვალა“.


ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ტიგრაიში არსებული ვითარება „ტრაგიკულად“ შეაფასა და თქვა, რომ „იმედოვნებს, რომ სამყარო გონს მოეგება და თანაბრად მოექცევა ყველა ადამიანის სიცოცხლეს“.


მან გააკრიტიკა პრესა იმის გამო, რომ ეთიოპიაში მიმდინარე სისასტიკე არ დააფიქსირეს და აღნიშნა, რომ რეგიონში ხალხი ცოცხლად დაწვეს.


„ისიც კი კი ვიცი, მედიამ ეს სერიოზულად მიიღო თუ არა“, - დასძინა მან.


ტედროსმა ასევე აღნიშნა ავღანეთი, სადაც დაახლოებით 24 მილიონ ადამიანს უიმედოდ ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება, რათა თალიბანის მკაცრი რეჟიმის პირობებში გადარჩნენ.


გაეროს ცნობით, იმავდროულად, მსოფლიოში ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული კრიზისი იემენში გრძელდება.


იემენში სამოქალაქო ომი ატყდა 2014 წლიდან, რომელიც დღემდე გრძელდება როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა მეამბოხეებმა კონტროლი აიღეს დედაქალაქ სანაზე და ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილზე, აიძულეს მთავრობა გაქცეულიყო სამხრეთით და შემდეგ საუდის არაბეთში. ყოფილი გაქცეული პრეზიდენტის, სალეჰის მომხრეებთან ერთად იბრძვის კონფლიქტის მესამე მხარეც- ალ-ქაიდას და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, რომლებიცვ ასევე მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებენ.

2
222
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
222
  
2022, 15 აპრილი, 9:23
რასიზმი და დისკრიმინაცია გიკვირს, შე კორონას მოწმე და მოციქულო!((( ,,გრინპასები" აბა, რა იყო? შე, ათმაგი სტანდარტის მქადაგებელო((((
2022, 15 აპრილი, 8:35
რუსეთ უკრაინის ომმა რასიზმი რანაირად გამოავლინა? ამ კაცს მაგარი აჟრიალებს,რუსები და უკრაინელები ერთ რასას მიეკუთვნებიან ასე იყო აქმდე :) რასიზმი სულ იყო და იქნება ალბათ მომავალში,რადგან ყველა რასას თავისი თავი მაგარი გონია. თეთრებს გონიათ,რომ ისინი არიან უპირველესი ადამიანები,შავებს უნდა მუხლი მოიდრიკოს მსოფლიომ მათ წინაშე,აზიადებს რა უნდა წარმოდგენა არ მაქვს,მაგრამ რაღაც ენდომებათ,ყველას უნდა რაღაც. სანამ არ შევწყვეტთ ძალადობრივად და სარეკლამოდ რაღაცეების გაკეთებას,მანამდე იქნება პროტესტი და იქნება რასიზმი. ასე მაგალითად,ფლოიდის მკვლელობის მერე მუხლს იდრეკენ და ყველას მოუწოდებენ ამის კეთებას,ხოლო ახლახან პოლიციელმა ისევ მოკლა შავი მოქალაქე. ვიღაცის ეგოს დაკმაყოფლიების გარდა რა იყო ეს მუხლმოდრეკის კამპანია? არაფერი და გამოჩნდა კიდეც. როგორც ქალებისთვის სარეკლამოდ რაღაცეების ხელოვნურად მინიჭება,ესეთები არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავიათ. განაზოგადე და ისე დაიცავი ამის დედაც ვატირე,რათ უნდა ცალკე რაღაცეების გამოყოფა და პრვილეგიები,დაიცავი ადამიანის უფლებები. როცა ახსენებ რო შავი ადამიანის ან ქალის უფლებები ირღვევა,მაშინ შენ ხაზს უსვავს ცალკე ჯგუფის არსებობას და თუ ცალკე ჯგუფი ხარ,მაშინ რატო მთხოვ შენთან მოქცევას ისე,როგორც ჩემი ჯგუფის წევრ მოვექცევი? შავი მოქალაქე ადამიანია დასმევა ეს კითხვა და პასუხი ყველა შემტხვევაში ნათელს მოფენს ამ მარაზამს,რასაც ბოლო წლებში ვხედავთ. თუ დადებითი პასუხია,მაშინ წინ შავის დამატება რა საჭიროა,ხოლო თუ უარყოფითი,მაშინ ადამიანთან გათანაბებას რატო ითხოვთ და ისე მოქცევას,გექნებათ არსებობის უფლება როგორც ცხოველებს და შეასრულებთ ადამიანთა რასის ბრძანებებს. იფიქრეთ ამაზე,ბალიშზე სარახუნოდ და გრანტის საჭმელად კი არ მისცა ადამიანს თავი ღმერთმა,საფიქრალად და იფიქრეთ.
0 1 2