x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბურიატიიდან უკრაინაში გააგზავნეს ახალი "საზარბაზნე ხორცი", ეს ხალხი ფერმერები არიან და წარმოიდგინეთ რა მოუვათ ომში

image ნებისმიერი არმიის რესურსები ამოუწურავი არაა, საუბარია ცოცხალ ძალაზე.
მას შემდეგ რაც რუსების მიერ უკრაინის სწრაფი აღების ოპერაციამ კრახი განიცადა, პუტინის ბრძანებით ბრძოლაში ჩართეს საპოლიციო ძალებიც და ოფილი შინაგანი ჯარები "როსგვარდიის" სახით. მიუხედავად ამისა რუსულმა არმიამ ხელშესახებ წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, ვერ შესძლო ვერცერთ დიდ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარება, ყოველდღიურად კარგავენ დიდძალ საბრძოლო ტექნიკას და ცოცხალ ძალას, სხვა მხრივ ვერ აიხსნება ის რაც მოხდა ბურიატიაში, ფერმერები მასიურად გაიწვიეს "მოხალისეებად" ჯარში და ერთკვირიანი მომზადების შემდეგ ჯოჯოხეთში უკრავენ თავს.
წარმოიდგინეთ ფერმერი რომელსაც სოფლის მეურნეობის გარდა არაფერი გაეგება ბრძოლაზე და საომარი თეატრის თავისებურებებზე რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ბრძოლის ველზე მოხვედრისას.
ისინი გახდებიან "საზარბაზნე ხორცი" ამ სიტყვის სრული გაგებით. ეს ხალხი ახლა ხორბალს, წიწიბურას, ქერს, შვრიას და იონჯას უნდა თესავდეს და არა ომში მიდიოდეს, მაგრამ იძულებული არიან წავიდნენ, რადგან ომისათვის თავის არიდებისას რეზერვისტი დაისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
სწორედ ამათზეა ნათქვამი: "წინ წყალი და უკან ნეწყერიო".

0
314
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
314